წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ლოცვა

შენი ლოცვა უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს

შენი ლოცვა უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს ღმერთმან ლოცვა შენი, არამედ ევედრე ღმერთსა უმეტესითა მორჩილებითა, სიმდაბლითა, ვითარცა ქანანელი დედაკაცი (შდრ. მათე 15.22–28). ნაცვლად შენი ვედრების აღსრულებისა, კიდეც რომ მისი წინააღმდეგი დაგემართოს, რაიმე შეურაცხყოფა, ანუ მწუხარება მოგაყენოს ღმერთმან, მაინც ნუ დაჰღონდები, არამედ უმეტესი სიმშვიდე და მორჩილება გამოაჩინე ლოცვასა შინა შენსა, ვითარცა ჰყო ქანანელმა დედაკაცმა. ბოლომდი უნდა მიიყვანო შენი მოთმინება, მორჩილება, სიმდაბლე, სიმშვიდე. განა ღმერთმა წინადვე არ იცის, რა კაცი ხარ? მაგრამ შენ კი არ იცი ესა. შენ უნდა შეგატყობინოს, რა თვისება გაქვს, რა არის კარგი, ან ცუდი შენს შორის.
 
თემატური კითხვები
0