
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 338]
თემა:
ლოცვა
ლოცვა, ანუ გულმოდგინედ ღვთის ვედრება, არის დიდი და მაღალი მოვალეობა, ესრედ, რომელ, ვისაც ან არა
ლოცვა, ანუ გულმოდგინედ ღვთის ვედრება, არის დიდი და მაღალი მოვალეობა, ესრედ, რომელ, ვისაც ან არა ჰსურს, ან არ შეუძლია კარგად, გულითად ლოცვა, იგი ვგონებ, ქრისტიანეც არ არის. ხოლო ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი მოვალეობა, არამედ მცირედია. შეიძლება კაცი პირჯვარს არ იწერდეს, მაგრამ გული ჰქონდეს ღვთისადმი მიქცეული მდუღარითა ლოცვითა. გარნა, შეგვიძლია პირდაპირ ვსთქვათ, რომ ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი ამით წაახდენს თვისსა ლოცვასა.
|