
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
წყარო:
აღსარების აგების გამოცდილება [გვ. 85]
ჩვენი ლოცვა და სხვა სულიერი ღვაწლიც კი სავსეა სიამაყით. ეპისკოპოსი ვარლაამ რიაშენცევი ამბობს: თუ
ჩვენი ლოცვა და სხვა სულიერი ღვაწლიც კი სავსეა სიამაყით. ეპისკოპოსი ვარლაამ რიაშენცევი ამბობს: „თუ ადამიანის რომელიმე ღვაწლს ან კეთილ საქმეს საფუძვლად სიმდაბლე არ უდევს, სიკეთედ აღარ ჩაითვლება, მავნებელია კაცისათვის და უცხოა ღმრთისთვის“. იქნებ ზოგიერთი თქვენგანი უფრო ხშირად დადის ტაძარში და შინაც მეტს ლოცულობს, იქნებ კეთილი საქმეც აღასრულა მოყვასისათვის, მაგრამ ერთხელ მაინც თუ მოსვლია აზრად, რომ ეს საქციელი დამსახურებაა ღმრთის წინაშე, ყველაფერი დაღუპულია, რამეთუ დანახვა და თვითშეფასება სულიერი ღვაწლისა არის გულისმიერი სიცრუე, სიბრმავე, ამპარტავნება. ეს თვითშეფასება ამცირებს ჩვენს სასოებას და ღმერთის წყალობის მოლოდინს. თითქოს ღმერთს ვეუბნებით: „მე გავისარჯე, ამიტომაც შემიწყალე“. ღმერთს ყველაზე მეტად ეამება ჩვენგან შემდეგი – „უფალო, ვერ ვბედავ თავის აწევას, შემიწყალე დიდითა წყალობითა შენითა“ და წყალობა მით უფრო მეტი იქნება, რაც უფრო მეტია შემუსვრილება გულისა და სასოება ღმრთისა“ (ეპისკ. გერმანე).
|