
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მიტევება, ძვირის ხსენება
რაიმე უკუე ვყოთ კუალად ფიცისა და ტყუილისათვის, შფოთისა და შურისათვის, რომელმან შეგვიპყრნის მრავალგზის მათთვის, რომელნი ცხოვნდიან; არა ხოლო თუ მტერნი, არამედ მეგობარნიცა ჩუენნი და მწუხარებაი მათი ნუგეშინის-ცემა ჩუენდა გუგონიედ. და უკუეთუმცა მოგუაგებდა ღმერთი უდებებათა ჩუენთათვის ჟამსა ლოცვისასა, რამეთუ ოდეს ღმერთი გუზრახავნ ჩუენ, პირითა წინასწარმეტყუელთა თვისთაითა, დაუტევით იგი და მივექცით და ვზრახვიდით ნათესავთა ჩუენთა თანა საქმისა რაისათვისმე უჯეროისა, რომელი ცხორებისა სასოებაი არს ჩუენდა. ნუ ჰგონებ, ვითარმედ ესე ცოდვაი მცირე არს. და უკუეთუ გნებავს ცნობად სიდიდე მისი, კაცობრივ განბჭე, ვითარცა კაცთა შორის არს, და გულისხმა-ყავ და მაშინ გეუწყოს სიდიდე ცოდვისაი მის. ურცხვინოღა იქმენ შენ, რაჟამს უკუე გზრახვიდეს ხელმწიფე შენი, გინა მთავარი, გინა მეგობარი. დაუტევე იგი შეურაცხებით და სხუასა ზრახვად მიიქეც, და მაშინ გეუწყოს ურცხვინოებაი შენი. და შენ ესრეთ ჰყოფ წინაშე ღმრთისა. უკუეთუ შერაცხილისა კაცისა ზრახვასა გარე მიიქცე და სხუასა ზრახვიდე, ძვირი იძიოს შენგან შეურაცხებისა მისისათვის, რომელი ჰყავ უგუნურებით. ხოლო ღმერთი მაღალი არა შურისმეძიებელ არს, რამეთუ შეურაცხ იქმნების და იგინების არა თუ ერთისა და ორისაგან, არამედ სიმრავლისაგან ფრიადისა, არამედ ჩუენთვის სულგრძელებით თავს-იდებს. და კუალად მოიხსენე, ძვილო ჩემო, მდინარე იგი ცეცხლისაი, მატლი იგი დაუძინებელი და სასჯელი იგი საშინელი, სადა-იგი ყოველივე ცხადად განცხადნეს. უწყოდე ესე, უკუეთუ შეუნდვნე ძმასა ცოდვანი მისნი, ცოდვანი შენნი, რომელნი მუნ გამოცხადებად არიან, აქავე აღიხოცნენ და წარწყმდენ და არღარაი ცოდვათა შენთა ტვირთი გეკიდოს