თემა: ეკლესია

ტაძარი არის ღვთივ-დაწესებული მსოფლიო სასულიერო სამსჯავრო. ადამიანი, რომელიც სასამართლოში მოხვდება

ტაძარი არის ღვთივ-დაწესებული მსოფლიო სასულიერო სამსჯავრო. ადამიანი, რომელიც სასამართლოში მოხვდება მნიშვნელოვანი დანაშაულისათვის, ფრიად დაინტერესებულია იცოდეს, თუ რა მოელის მას მომავალში, რა განაჩენი ექნება გამოტანილი. მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს მეტად სამძიმო საქმე ზეცასთან; ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენს შემოქმედთან ძველი ბედკრული დავა. ადრე თუ გვიან ბოლო უნდა მოეღოს ამ მტრობას, სამოთხის კარიდან მომდინარეს. რა მოელის კერძოთ, თითოეულ ჩვენთაგანს, სად შეიძლება ამის შესახებ ცნობის მიღება? აქ - ტაძარში, როგორც იტყვის დავით წინასწარმეტყველი: სასჯელი დაწერილი არს, დიდება ყოველთა წმიდათა მისთა (ფს. 149, 10). გსურს, ქრისტიანო, ნათლად იცოდე, თუ რას წარმოადგენს ეს უმაღლესი სამსჯავრო? აი, მოისმინე მთელი შენი ყურადღებით, როდესაც იკითხება სახარება საშინელს ქრისტეს მიერ და ჩვენი მაცხოვრის სამსჯავროზე. იქ დაწვრილებით არის აღნიშნული სამოთხე; და ცოდვებიც, რომლისთვისაც განმზადებულია ჯოჯოხეთი, დაუშრეტელი ცეცხლის ალით მოცული. "ცანი და ქვეყანა წარხდენ, ხოლო სიტყვანი ჩემნი არა წარხდენ" - იტყვის უფალი (მათე 24, 35).
 
თემატური კითხვები
0