ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
ეკლესია
ტაძარი არის ღვთივ-დაწესებული მსოფლიო სასწავლებელი კეთილმსახურებისა, ვინაიდან არიან საგნები, რომლის
ტაძარი არის ღვთივ-დაწესებული მსოფლიო სასწავლებელი კეთილმსახურებისა, ვინაიდან არიან საგნები, რომლის შესახებ ნათელი და გარკვეული წარმოდგენა ყველასათვის საჭიროა, ეს არის ღმერთი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, და ჩვენზე მზრუნველი. ეს არის მაცხოვარი ჩვენი და უფალი იესო ქრისტე, რომელმაც მისი ჯვარცმული სიკვდილით ქვეყანა ცოდვებისაგან იხსნა, და ჩვენს მოვალეობას შეადგენს რათა გვრწამდეს იგი და მის მცნებებს ვასრულებდეთ. ვის შეუძლია, რომ გვამცნოს ჩვენ ყველას გასაგონებლად ამ დიად ჭეშმარიტებაზე? ამაზე პასუხი ერთია. ტაძარში. აქ კარები ღიაა ყველასათვის, არ უნდა წინასწარი შემოწმება; მობრძანდით, მოისმინეთ და შეისწავლეთ! ამ სასწავლებელში როდესაც დგახართ, ცხადია, ვერ მოისმენთ, ვერ შეისწავლით, თუ რამდენად დაშორებულია ცოდვით დაცემული ადამიანი ღვთისაგან, როგორ უნდა იხსნა თავი ზეციურ მაღალმსაჯულებისაგან; აქ ვერ შეისწავლით მთათა და ზღვათა წიაღში ღრმად შეჭრას ძვირფასეულის ამოსაღებად. მაგრამ შიესწავლით საკუთარი გულის სიღრმეში ჩახედვით, და იქ ღვთისადმი წმიდა სიყვარულის მოპოვებით.
|