ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
ეკლესია
ტაძარი არის ღვთივ-დაწესებული სულიერი სამკურნალო. ყველამ იცის საკუთარი გამოცდილებით, რომ ჩვენი სული,
ტაძარი არის ღვთივ-დაწესებული სულიერი სამკურნალო. ყველამ იცის საკუთარი გამოცდილებით, რომ ჩვენი სული, მსგავსად სხეულისა სხვადასხვა სატკივრებს განიცდის, და რომ ეს სატკივრები თუმცა ბევრთათვის მცირედ მნიშვნელოვანია, მაგრამ უკიდურესად საშიშია, ვინაიდან ისინი საუკუნო სიკვდილსა გვრიან სულს. ხორციელი სატკივრების საკურნებლად გამოგონილია მრავალი საშუალება, სულის საკურნებლად კი ცოდვიანი საწამლავისაგან ვერავინ ვერ შეძლო საშუალების გამონახვა, გარდა ერთი ღმერთისა, და ისიც, როგორც ყველასათვის საჭირო, ღვთის მოწყალებით ყველას უსასყიდლოთ გადაეცემა. სად და როგორ? - ტაძარში; აქ ტაძარში ყოველთვის დის წყარო სულიერი ჯანმრთელობისა, და რომელი წყლულისაგანაც არ უნდა იტანჯებოდეს სინდისი, საკმარისია მიიღო ამ სულიერი ჯანმრთელობის წყაროდან სარწმუნოებით და სიყვარულით, რომ შენ მყისვე სულიერად გაჯანსაღდე. ღვთის ტაძარი არ განიცდის ნაკლულოვანებას ასეთ განსაკუთრებული ავადმყოფობის წინააღმდეგ წამლობაში. უზომიეროს (იგულისხმებ ვნებათა ამყოლობაში) უწესდება მარხვა და ლოცვა, ვინც სიამაყით, ამპარტავნობით იტანჯება, მას ასწავლის, საიდან ვართ ჩვენ მოსული და საითკენ მივიქცევითბოლოს; შურით ავადმყოფს მოაგონებს, რომ ყოველივე თვალწარმტაცი წარჩინება ხალხისა დროულია, წარმავალია, რომ სიკვდილის შემდეგ დარჩება მხოლოდ ერთი წარჩინება - კეთილისა ბოროტისაგან განსხვავებით.
|