ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
ეკლესია
ტაძარი არის ღვთის სახილავი და თაყვანის საცემელი, ადგილი ქმნილებისა შემოქმედისადმი, - ამიტომ ადგილი
ტაძარი არის ღვთის სახილავი და თაყვანის საცემელი, ადგილი ქმნილებისა შემოქმედისადმი, - ამიტომ ადგილი საღმრთო და ყოვლად სასიამოვნო კეთილმსახურის, გინდ ღვთის მოშიში სულისათვის. მაშ ასე, დადექ ტაძარში, ღვთის წინაშე თუნდაც ისე, როგორც შენ დადგებოდი ქვეყნიური მეფის წინაშე. დაუტევე ღვთის სახლის, გინდ ტაძრის ზღურბლის (კარის ქუსლის დასადგმელი ადგილი) გარეთ ყოველივე შენი მსოფლიო ზრუნვა. "საკმარისია ქვეყნისათვის სიბოროტე თვისი" (მათ. 6, 34). რისთვის შემოვიტანოთ იგი აქაც? და იყოს აქ მაინც მშვიდობა და სიწყნარე. დადექ ტაძარში, ვითომდა ცაში დგახარ, ვინაიდან შენ, ტაძარში მდგომი, მართლაც ზეცაშიც დგახარ, ღვთის წინაშე! ამინ.
|