image

თემა: ამპარტავნება,  სიამაყე

ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი - ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგი ღვთის მადლს უპირისპირდება და უდიდეს ბოროტებას გვაყენებს. იგი მომაკვდინებელ ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ვინაიდან ადამიანს ნებისმიერი ცოდვისაკენ ადვილად უბიძგებს. როგორც გველი, თუკი შეძლებს სოროდან თავის გამოყოფას, მაშინ მის კვალდაკვალ მთელი სხეულიც გამოძვრება, ასევე ამპარტავნებასთან ერთად - მის კვალდაკვალ ადამიანში შედის ყველა შესაძლო ბოროტება, რასაც სულიწმიდა გვამცნობს ზირაქის მეშვეობით: "უფალმა ძვირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ მორჩილნი დააფუძნა".
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები