წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ლოცვა

რამდენადაც მტკიცეა და ძლიერი საშუალება, რომელიც ღმერთთან გვაკავშირებს (ლოცვა და სინანული) იმდენად

რამდენადაც მტკიცეა და ძლიერი საშუალება, რომელიც ღმერთთან გვაკავშირებს (ლოცვა და სინანული) იმდენად უფრო სასტიკ, დამანგრეველ ძალებს მიმართავს ღვთისა და კაცის მტერი და იყენებს ყველაფერს: ჩვენს მიდრეკილებას სიზარმაცისაკენ, რომ მოგვიდუნოს სხეული, სულიერ სისუსტეს, დამოკიდებულებას ამქვეყნიური სიკეთეებისა და ზრუნვა-ფუსფუსისადმი, ეჭვს, მცირედმორწმუნეობას, ურწმუნოებას, მწიკვლით, მზაკვრობითა და გმობით სავსე ფიქრებს, გულის სიმძიმეს, აზრების დაბნელებას. ასეთნაირად შეიარაღებული მაცდური თავს ესხმის უყურადღებოდ მლოცველს, რომ როგორმე დააბრკოლოს და არ აუშვას კაცი ლოცვისას იმ კიბეზე, რომელსაც იგი ღმერთთან მიჰყავს. ამიტომაა, რომ მცირეა მხურვალე, გულმოდგინე მლოცველთა რიცხვი, ამიტომაა ასე იშვიათად რომ მარხულობენ, ასე იშვიათად რომ ეზიარებიან ქრისტიანები და სამოქალაქო კანონი რომ არა, რომელიც რომ ყველას აღსარებას და ზიარებას ავალდებულებს, ნახევარი მათგანი არც იმარხულებდა. აქ ნათქვამი ვისაც გამოცდილებით ეცნობა, მიხვდება რას ვჩივი.
 
თემატური კითხვები
3