
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: გმობის გულისთქმები, ლოცვა
თუკი ლოცვისას გულს დახსნილება და დარდი მოერიოს, იცოდე, ბოროტისგანაა, რომელიც ყველანაირად ცდილობს შენი ლოცვის დაბრკოლებას. გამაგრდი, განმტკიცდი და ღვთის ხსენებით მოიშორე ეგ დამღუპველი შეგრძნება. დააკვირდი: გონებას თუ ვერ დაეუფლა, მაშინ გულზე აამღვრევს ხოლმე ბოროტი ყოვლისმპყრობელი ღვთის გმობას. რას ნიშნავს გულში ღვთის გმობა? ეჭვი, ურწმუნოება, დახსნილობა, (სასოწარკვეთა) მოუთმენლობა, თუკი ღვთისგან განსაცდელი მოდის და ჩივი ამის გამო, ყველანაირი ვნება გმობაა ღვთისა. ღვთის სიკეთისა და ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანით ეშმაკი ღვთის ჭეშმარიტების, მისი სიკეთისა და ყოვლისშემძლეობის გმობის ცოდვაში გაგდებთ. სასოწარკვეთითაც ასევე გამჩენის სიკეთის გმობაში გითრევს, ადამიანური ვნებების აღზევებისას (ეშმაკის "შეწევნით") კაცი გმობს გამგებლობას, ჭეშმარიტებას ღვთისას.