
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობაა აბლაბუდის ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფრის სათავეში წარმოიდგენს. ისევე, როგორც ობობა ქსოვს ქსელს საკუთარი თავისაგან, ისევე ამპარტავანი ადამიანი, როდესაც ფიქრობს ან აკეთებს რამეს, საკუთარი თავი ყოველთვის ყველაფრის თაოსანი და საფუძველი ჰგონია. მსახურებს – პირუტყვებად, მათ უფროსებს კი – თავის მსახურებად მიიჩნევს; ნათესავებს ისე ექცევა, თითქოს არასდროს იცნობდა, თანამოქალაქეებს კი – როგორც მაწანწალებსა და გადამთიელებს.
|