
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
რა თქმა უნდა, ბერი არასდროს ამბობს: – მე ვიხსნი მსოფლიოს. იგი ლოცულობს სამყაროს გადარჩენაზე საკუთარი
რა თქმა უნდა, ბერი არასდროს ამბობს: – „მე ვიხსნი მსოფლიოს“. იგი ლოცულობს სამყაროს გადარჩენაზე საკუთარი ცხონებისათვის ლოცვის პარალელურად. ხოლო, როცა სახიერი უფალი გაიგონებს მის ლოცვას, დაეხმარება სამყაროს. ბერი არ ამბობს: – „მე გადავარჩინე სამყარო“. არამედ – „ღმერთმა იხსნა ქვეყნიერება“. ბერმა ისეთ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს, რომ ლოცულობდეს: – „ღმერთო ჩემო, მე ნუ გადმომხედავ, მე ნუ შემიწყალებ. იზრუნე ქვეყნიერებაზე, შეიწყალე იგი“. ბერი ასე ლოცულობს არა იმიტომ, რომ თავად არ საჭიროებს ღვთის მოწყალებას, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის მიმართ უდიდესი სიყვარული აქვს.
|