წმ. სილუან ათონელი
თემა: ლოცვა

ბევრი ლოცულობს ზეპირად და უყვარს ლოცვა წიგნებით. ესეც კარგია, უფალიც იღებს ასეთ ლოცვას და წყალობას

ბევრი ლოცულობს ზეპირად და უყვარს ლოცვა წიგნებით. ესეც კარგია, უფალიც იღებს ასეთ ლოცვას და წყალობას აძლევს, მაგრამ ვინც ლოცულობს ღმერთის მიმართ და ფიქრობს სხვა რამეზე, ასეთ ლოცვას ღმერთი არ შეისმენს. ვინც ლოცულობს ჩვევის თანახმად, მას არა აქვს ცვლილება ლოცვაში, ხოლო ვინც გულითადად ლოცულობს, მას ბევრი ცვლილება აქვს ლოცვაში: ბრძოლა უხდება მტრებთან, საკუთარ თავთან, ვნებებთან, ადამიანებთან... მაგრამ ყველაფერში უნდა ვიყოთ მამაცი. გამოიკითხე რჩვევები გამოცდილი ადამიანებიდან, თუ იპოვი; მორჩილებით სთხოვე ღმერთს და მოგცემს შენ უფალი შემეცნებას მორჩილებაზე. თუ ჩვენი ლოცვა მაამებელია ღმერთისთვის, სულიწმიდა დაგიმოწმებს ამას სულში; იგი წყნარია და სასიამოვნო; ადრე კი მე არ ვიცოდი, მიიღო თუ არა უფალმა, ლოცვა და როგორ გამეგო ამის შესახებ.
 
თემატური კითხვები
0