წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ცოდვის, სინანულის, გლოვისა და ცრემლების შესახებ

ადამიანის დაცემა და დაშავება ჩვეულებრივი რამაა, რადგან ერთი დღეც რომ გრძელდებოდეს დედამიწაზე მისი ცხოვრება, გონება დაბადებიდან ბოროტებისკენ აქვს მიდრეკილი (დაბ. 8, 21). მაგრამ დაცემა და ამ მდგომარეობაში დარჩენა ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი არ არის. სინანული ხელახლა შობს ადამიანს. იგი ნათლობის შემდეგ სულის საკურნებლად მოგვეცა. სინანული რომ არ არსებობდეს, თითოოროლა ადამიანი თუ ცხონდებოდა. სრულყოფილებიც შეიძლება შეცდნენ. ამიტომ, სანამ ადამიანი სუნთქავს, სინანულის სათნოებას ბოლო არ უჩანს. შვილებო, როგორც კი ნახავთ, რომ გულისსიტყვა რაიმე ცოდვის გამო გამხელთ, მაშინვე მიიღეთ წამალი: მოინანიეთ, იტირეთ, თქვით აღსარება, რომ ამით უწინდელ და უკეთეს მდგომარეობას დაუბრუნდეთ.
2. მოღალატე იუდამ თავი უფალს მიუძღვნა, სხვა მოციქულებთან ერთად მადლის თანაზიარი გახდა, სასწაულებსაც აღასრულებდა, ბოლოს კი მისი გემი ჩაიძირა.
უსჯულოების, ბოროტმოქმედების, უზნეობისა და სხვა საქმეთა ჩამდენმა ავაზაკმა ღაღადყო, შეწყალება ითხოვა და საუკუნო ნეტარების წყნარ ნავსაყუდელში სამუდამოდ განისვენა.
ებრაელი ერი, რომელსაც ღვთისგან აღთქმები ჰქონდა მიღებული და უფლისგან რჩეულად და წმინდად იწოდებოდა, დაბრმავდა და ღმერთი სამუდამოდ დაკარგა.
ბარბაროსმა ერებმა კი, რომლებიც მეძავს ჰგავდნენ, ქადაგება მიიღეს და დაიმკვიდრეს ღმერთი, რომელიც ისრაელმა უარყო.
ამიტომ, შორს იმედის გაცრუება და სასოწარკვეთილება! როგორი ცოდვილებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ვალია გონების თვალი მარად ღმერთს მივაპყროთ. როგორც მონები უყურებენ თავის უფალს ხელებში, ჩვენც უფალს მივაპყროთ მზერა და მარად მის წყალობას ველოდოთ, ვიდრე შეგვიწყალებს.
3. მას შემდეგ, რაც ადამიანი ხორციელად მოკვდავი გახდა – რასაც სამოთხიდან მისი გაძევება, სახიერი მამისგან, ღვთისგან განშორება და სხვა შედეგები მოჰყვა წარმოიშვა საღვთო სჯულთან მებრძოლი ცოდვის სჯული (რომ. 7, 23).
ცოდვის სჯული, როგორც მიდრეკილება და ბოროტება, ადამიანში სიყრმიდანვე არსებობს (დაბ. 8. 21). ბოროტებისადმი მიდრეკილებამ, როგორც პირველმშობელთა მემკვიდრეობამ და ოდითგანვე ბედნიერების წყაროსგან მოწყვეტის ნიშანმა, ნაყოფმა და გადმონაშთმა, რა თქმა უნდა, ადამიანური ბუნების გახლეჩა გამოიწვია. ის (ადამიანური ბუნება) ბოროტისკენ გადაიხარა და ამით ადამისა და ევას შვილებს მწუხარება მოუტანა.
იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილმა ადამიანს ღვთის ძეობა დაუბრუნა, რამაც ის საუკუნო ცხოვრებამდე მიიყვანა, თუმცა ამით ადამიანში არსებული ცოდვის სჯული არ გაუქმებულა. გაუქმებაც შეეძლო – იესო ქრისტეს წმინდა სისხლის ერთ წვეთსაც კი ხელეწიფებოდა ყველაფრის შეცვლა – მაგრამ წმინდა განგებულებით ადამიანებში თანაარსებობისთვის დატოვა, რომ ისინი არა მარტო განესწავლა, არამედ თითოეულის განზრახვაც სცოდნოდა.
ღმერთმა არ დაუშვა – ამბობს წმინდა წერილი – რომ ისუ ნავეს მის გარშემო ყველა კერპთაყვანისმცემელი ერი ამოეწყვიტა, არამედ ზოგიერთი დატოვა, რათა ისრაელის ძეთათვის ბრძოლა ესწავლებინა.
ამრიგად, როცა ეს ცოდვის სჯული მოწინააღმდეგეში სიმამაცეს, ესე იგი ღვთის მცნებებისა და ბრძანებების იარაღით აღჭურვილ ნებასა და განზრახვას ვერ ხედავს, მებრძოლს ამარცხებს და ატყვევებს, საღვთო იარაღს აჰყრის და ცოდვის დინებისკენ მიათრევს.
ამ და ბევრი სხვა გარემოების გათვალისწინებით ჭეშმარიტ დასკვნამდე მივდივართ: ადამიანის ბუნებაში არსებული ყველა სამწუხარო მოვლენა იმ დაცემის ნაყოფია, რამაც თავდაპირველი უკვდავებიდან ადამიანი მოკვდავად აქცია. ღმერთკაცი იესოს გამომხსნელმა მსხვერპლმა ადამიანში არსებული ცოდვის სჯული განზრახ არ გააუქმა მისი განსწავლისა და სხვა მრავალი მაცხონებელი მიზეზის გამო, ამ გზით ადამიანი საუკუნო სიკეთეთა ბრძენ მემკვიდრედ რომ ექცია.
4. „სადაც გიპოვი, იქ განგიკითხავ“ (ეზეკ. 33, 20). აი, წამის ფასი. გიპოვა სინანულში? მოგისწრო აღსარების დროს? მაშინ დაგეწია, როცა ამბობდი: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“ (ლუკ. 15, 18)? გულწრფელი სინანულისა და თავის დადანაშაულებისას ცრემლმომდგარს მოგიახლოვდა? აჰა, ღმერთი ერთ წამში განგსჯის, როგორც თქვა: „სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა“ (ფსალმ. 144, 14).
თუ საპირისპირო მდგომარეობაში მოგისწრო, ჰოი, ადამიანო, მაშინ სულის თვალი აგეხილება და ნახავ, რაც დაკარგე, მაგრამ რა სარგებელი გექნება? სამსჯავროს შემდეგ ფუჭია სინანული. ზეიმის დასრულებისას ამაოა სიტყვები. ყველაფერი დამთავრებულია!
რა დიდი საიდუმლოა! ჩემო ტკბილო იესო, გონების თვალი ამიხილე, რომ საუკუნო ცხოვრების დიდი საიდუმლო ნათლად დავინახო. შენი მადლის შემწეობით მოვიმზადო საგზალი, რომელიც ცხოვრების ბოლოს უნაყოფო სინანულს ამარიდებს. როგორც ხედავ, არაფრის მაქნისი ვარ, არამედ ვნებების კეთრით დავსნეულდი. ცრემლები და სრული სინანული მომმადლე, სანამ უკანასკნელ ჟამს შენს ხმას გავიგონებდე: „ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩები“ (ეს. 38, 1).
5. სინანული უსასრულოა. ღვთის მადლით ადამიანს შეუძლია ყველა სათნოების სრულყოფას მიაღწიოს. სინანული დაუსრულებელი, განუწყვეტელი უნდა იყოს. ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვჭირდება, რადგან ყოველწამიერად ვცდებით. შესაბამისად, სინანული უსასრულოა.
როგორი სახიერია ღმერთი! ჩემნაირი ცოდვილები კი, რომლებმაც ზეციერი მამის უსაზღვრო მოწყალება უგულებელყვეს, სამართლიანად წარწყმდებიან. ადამიანები ვართ და ვცდებით, მაგრამ ვაყოვნებთ ვთქვათ: „შევცოდე!“ აბა, როგორ ვიტყვით ამას ჩვენ, უპირველესად კი მე, რომელთაც გულმავიწყობა, მცონარობა და მათი შემწე ამპარტავნება ჩვევად გვიქცევია. ეს კი სიმდაბლის გზაზე დიდ დაბრკოლებად გვექცევა! ეს გზა ქრისტემ თავისი ჯვრით გვამცნო, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, თავს საკუთარი ნებით ვიყრუებთ.
დრო გადის, წლები მიქრიან და მარადისობას სულ უფრო ვუახლოვდებით. ვხედავთ ამას, მაგრამ გონებრივი უმოქმედობა გვბოჭავს, სანამ ჯოჯოხეთში არ აღმოვჩნდებით, პირველად კი მე!
ღმერთო, რომელმაც ადამიანის მოდგმა მტრის მონობისგან გამოისყიდე, მომავალი სასჯელისგან ჩვენც გვიხსენი, როცა ადამიანთა განსასჯელად მოხვალ და თითოეულს საქმეთამებრ მიაგებ.
ჩემი საწყალობელი სული, ღმერთმა ინებოს და განსჯისას შენი ლოცვით შეიწყალოს, რადგან საკუთარი სინდისისგან მხილებულს, მსაჯულისთვის პასუხის მიგების
მეშინია.
6. მორჩილება, ნების მოკვეთა, თავის დადანაშაულება, ზოგადად მოთმინება არის სულის საძირკველი, ხოლო ცრემლი სულს მხურვალებას და მოშურნეობას უნარჩუნებს. თუ გსურს, სიცოცხლის ბოლომდე მოშურნე იყო, ეცადე მუდამ იტირო. და თუ ასეთი ცრემლი გაქვს, ნუ გეშინია, ცხონების მხურვალე წადილი შენთან დარჩება.
წყალი, ჩვეულებრივ, ცეცხლს აქრობს. თუმცა ღვთაებრივი წყალი, რომელიც მონანულის თვალებიდან მოედინება, არა ნივთიერ, არამედ ღვთაებრივ ცეცხლს აღაგზნებს და მტრის ღვარძლს შთანთქავს!
7. ცოდვას განეშორე და ეცადე სიწმინდე დაიცვა. სიმდაბლის სულითა და შემუსვრილი გულით ილოცე. ყოველი ბოროტი გულისსიტყვა, რომელიც შენს შეგინებას შეეცდება, იესოს სახელის მოხმობით განაგდე და უფალი უმალ მოვა შენს დასახმარებლად.
სატანისგან შეჭირვება მოწამეობად ჩაგეთვლება. ღმერთი ყველაფერს ჩვენი სიყვარულის გამო უშვებს, რათა ღვთაებრივი სიბრძნით განგვსწავლოს, რომ მაცდური შევარცხვინოთ და უფალი ვადიდოთ.
იმედს ნუ გადაიწურავ, მხნეობასა და მოთმინებას ნურასოდეს დაკარგავ, ყველაფერი მოითმინე ღვთის სიყვარულისთვის – მან ხომ ჩვენ გამო დაითმინა ჯვარზე სიკვდილი. მას შეურაცხყოფდნენ, ეშმაკეულსა და ბევრ სხვა საგმობ სახელს უწოდებდნენ, მაგრამ ჩვენი გამოხსნისთვის ითმენდა.
სიკვდილი გახსოვდეს, რათა შენი გული შეიმუსროს და გლოვა, ლმობიერება' და ცრემლი იშვას. ასე დაისადგურებს სულში სიმშვიდე და ის სულ სხვა, ნეტარ სამყაროში აღმოჩნდება!
8. დაე, გულწრფელად მოვინანიოთ. დაე, გულახდილად და დაწვრილებით ვაღიაროთ ცოდვები. დაე, გონება მუდმივად ღვთის სამსჯავროსა და მის განაჩენზე ფიქრით იყოს დაკავებული. ვიმეორებდეთ: „ნეტავ ვცხონდები თუ ჯოჯოხეთის სატანჯველში დავინთქმები?" ახლა, უფრო სწორად, მუდმივად, საჭიროა სინანულის ცრემლს ვღვრიდეთ. რარიგ გვმართებს იმაზე წუხილი, თუ რამდენად სპეტაკი და სუფთა იქნება ჩვენი სულის სამოსელი! უნდა განვასპეტაკოთ იგი, რადგან სხვაგვარად, ისეთები, როგორებიც ვართ, ქრისტეს წინაშე ვერ წარვდგებით.
ჩვენი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში სიკვდილზე ფიქრი საერთოდ არ უნდა გაგვისხლტეს.
9. რაოდენ ძვირფასია სააქაო ცხოვრების დრო! თითოეულ წუთს დიდი ფასი აქვს, რადგან ერთ წუთში ბევრი ბოროტისა და კეთილის გაფიქრება შეგვიძლია; ერთი ღვთისნიერი გულისსიტყვა ზეცამდე აღგვამაღლებს, ეშმაკისეულ გულისსიტყვას კი ჯოჯოხეთში ჩავყავართ. აი, როგორი ფასი აქვს ამ ცხოვრების თითოეულ წუთს. საუბედუროდ, ამაზე არ ვფიქრობთ და საათები, დღეები და წლები უსარგებლოდ გადის. და მხოლოდ უსარგებლოდ? თითოეულმა ჩვენგანმა, უპირველესად მე, როგორ ვიზარალეთ და ვერ ვაცნობიერებთ! ოდესმე, როცა ჩვენს სულს სხეულიდან გასვლა მოუწევს, გავიაზრებთ ამას, მაგრამ, ვაი, რომ უკვე გვიან იქნება. ვეღარაფერს გამოვასწორებთ. საჭიროა ეს ახლა გავაცნობიეროთ, ახლა გავიაზროთ, სანამ თავიდან დაწყება და ჩვენი ცხოვრების ძვირფასი დროის გამოყენება შეგვიძლია. ნამდვილად ნეტარია ის, ვინც თავს აიძულებს და თავიდან დაიწყებს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს სულიერად მდიდარი გახდება.
არასოდეს არ არის გვიან, რადგან უფალი თითოეულის გაღვიძებას ელოდება, რომ სამუშაო მისცეს. მეთერთმეტე ჟამამდე იცდის და ჩვენს გამოღვიძებას ყველა საშუალებით ცდილობს.
ღმერთს ვთხოვ, ყველამ გამოვიღვიძოთ, ლამპრები ავანთოთ, მღვიძარენი მოთმინებით დაველოდოთ უფლის მოსვლას საუკუნო ნეტარების ბრწყინვალე სასძლოში და ნათლის ანგელოზთა ზეიმზე მასთან ერთად შევიდეთ. ანგელოზებთან ერთად ვიგალობოთ სააღდგომო საგალობლები, რომელიც ჭვრეტიდან ჭვრეტამდე და ღვთაებრივ სიმაღლეებამდე აგვიყვანს! მაშინ, სწორედ მაშინ გავაცნობიერებთ, თუ რა დიდი საქმეა თავის იძულება, რა სამართლიანად იქცეოდნენ ჩვენი წინამძღვრები, რომ გვაიძულებდნენ და გვავიწროებდნენ. დღეს კი, აი, რას ვხედავთ! მაშინ ღვთისადმი მადლიერებას საზღვარი არ ექნება და ღმერთს ჭეშმარიტ მადლობას ღირსეულად შევწირავთ!
10. დროს ამაოდ ნუ დავკარგავთ. ცათა სასუფეველი მას ეკუთვნის, ვინც თავს აიძულებს (მათ. 11, 12). სულის გასვლა, უკანასკნელი ჟამი, სულისა და ხორცის ძნელად გაყრის წამი გახსოვდეთ. გაიხსენეთ, როგორ მოდიან ეშმაკები უკანასკნელ ჟამს და საბრალო სულის შეპყრობასა და ჯოჯოხეთში წაყვანას ცდილობენ.
ოჰ, რა ტანჯვაა! სულის რა ტკივილია! როგორ ოხრავს სული იმ დროს! რა სავალალო მდგომარეობაშია ადამიანი იმ წამებში! რამდენჯერ დაჰპირდება ღმერთს, რომ თავის ცხოვრებას გარდაქმნის, სინანულისა და ღვაწლის გზას შეუდგება, ოღონდ არ მოკვდეს!
ეს ჟამი ყველასთვის დადგება, ზემოაღწერილს და გაცილებით მეტს წავაწყდებით, სინანულისა და ღვაწლის გზაზე სიარულს დაბეჯითებით დავპირდებით უფალს. წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეისმინა. ახლა რა დაგვრჩენია? შევასრულოთ დანაპირები – ჭეშმარიტად მოვინანიოთ და სულის გამოსწორებისთვის ვიღვაწოთ. აი, შესაფერისი დრო სინანულისა და ღვაწლისთვის. სიცოცხლის წლები თანდათან მცირდება; აღსასრულისა და საფლავისკენ გაუცნობიერებლად მივდივართ!
სასამართლო და მსაჯული გველის, ასევე წიგნები, სადაც თითოეულის საქმეებია აღწერილი. ვინ შეძლებს თავი დააღწიოს სამსჯავროს? ვერავინ. ქრისტეს სამსჯავროზე შიშველი და მხილებული წარვდგებით, ყოველი საქმისთვის, სიტყვისა და ფიქრისთვის პასუხს ვაგებთ. დღედაღამ გვახსოვდეს ეს და უფრო მეტიც, რომ ჩვენი სულები გლოვამდე და ცრემლამდე მივიყვანოთ!
11. ცოდვა, როგორც ტკბობით შენიღბული ანკესი, შეფარვით მოდის ენასთან, წარმოუდგება მას, როგორც ტკბილი და საუცხოო, რომ იერიში სულზე მიიტანოს. ის კი, ვინც ხანმოკლე სიამოვნებითა და განცხრომით ცდუნდება, საწამლავზე უმწარესად და გადამდებ ავადმყოფობაზე უფრო გამანადგურებლად შეიგრძნობს ცოდვას თავის სულში.
12. უფლისმიერო ძმაო, რაც არ უნდა მოსვლოდათ შენს მშობლებს, აღსარებით ყველაფერი მიგეტევება და ცოდვა აღიხოცება. გაიხსენე უძღები შვილი (ლუკ. 16, 19-31). როგორ შესცოდა, თავისი უძღები ცხოვრებით როგორ დააღონა ოჯახი. თუმცა, როცა მოინანია, მამამ მაშინვე გულში ჩაიკრა და წარსული გაცამტვერდა, თითქოს არც ყოფილა.
ამრიგად, შენმა დამწუხრებულმა მშობლებმა კურნება მიიღეს, რადგან შენი ცხოვრების გარდაქმნამ და სულიერებისკენ მობრუნებამ ყველაფერი გამოასწორა. ახლა ისინი საიქიო ცხოვრებაში არიან და ღმერთმა აუწყა მათ შენი ცხოვრების შეცვლა, სინანული, მოწყალება და მათთვის გადახდილი პანაშვიდები.
როცა ჩვენ, ჭეშმარიტი მამისა და ღვთის წინაშე შემცოდეებს, ღმერთი ყველაფერს მოგვიტევებს, რა დიდი ნუგეში იქნება ეს ჩვენი მშობლებისთვის, რომლებიც ჭეშმარიტ ცხოვრებაში იმყოფებიან და ყველაფერს გარკვევით ხედავენ. მათთვის ცნობილია ადამიანური უძლურება და ახალგაზრდული დაცემები. იციან ბოროტების დიდოსტატის – ეშმაკის შესახებაც, რომელიც ყველა შფოთისა და უსიამოვნების მიზეზია. ალბათ, მადლობას გწირავენ, რომ შენი მეშვეობით ღვთის შეწევნას იღებენ.
ძმაო, სრული სიმშვიდე გქონდეს. სინანულის გზაზე მშვიდი გონებით იარე და წარსული ნუ დაგაღონებს. როცა „უკანასა მას დავივიწყებთ და წინასა მას მივსწვდებით" (ფილიპ. 3, 13), მაშინ მიზანს – ცხონებას მივაპყრობთ მზერას.
ამ გულისსიტყვებით შენი სიმტკიცე ნუ მოდრკება. სიმხნევე, იმედი, სიმამაცე იქონიე. ეშმაკის ხრიკებია, ცხონების იმედი რომ გაგიქარწყლოს.
თქვა ადამიანმა „შევცოდე“? ღმერთი მყისვე შეუნდობს. უფალი შენს ცოდვას არაფრად მიიჩნევს.
როგორ დაამწუხრა ნეტარმა ავგუსტინემ თავისი წმინდა დედა! შემდეგ კი როგორ სიწმინდესა და ღვთის სიყვარულს მიაღწია!
სინანულით ყველაფერი გამოსწორდება. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას სძლევს. „პირველსაც სწყალობს და უკანასკნელსაც მიაგებს. მას მისცემს და ამასაც მიანიჭებს“. ღვთის სიყვარული ყველაფერს ფარავს და გამოასწორებს. ღვთის გარდა არავინაა უცოდველი.
13. მამა ეფრემი თავის სულიერ შვილს, ერის ადამიანს სწერს:
ჩემო გოგონა, ყველაფერი თავდაჯერებულობის გამო დაგემართა. განა სიმდაბლესა და თავის განკითხვას არ შეგაგონებდნენ? რისი იმედი გქონდა? არ იცი, რომ ვინც ლერწმის კვერთხს გაბედულად ეყრდნობა, გატეხავს მას და დაშავდება? მაშ, რისი იმედი გქონდა? განა არ იცი, „თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი“ (იოან. 15, 5)? განა არ იცი, რომ ბევრი [მოღვაწე] მამა საკუთარ თავზე მინდობით დაეცა?
დამდაბლდი, ჩემო გოგონა, თავი დაიდანაშაულე, იტირე, განბანე შენი საქორწილო სამოსელი, ადამიანზე აღმატებული უმშვენიერესი სიძე გიხმობს, გეძებს, ზეცაში შენთვის სავანე აქვს გამზადებული. სულიერი ფუფუნებით აღსავსე სასძლო! იქ ანგელოზები მსახურებენ. ნუ აყოვნებ, ადექი, აიღე წყალი და კარგად განბანე შენი სასძლო შესამოსელი, რადგან არ იცი, როდის მოვა სიძე. სიკვდილის ჟამი უცნობია. იგი ყველას გვესტუმრება, თუმცა არ ვიცით მისი მოსვლის წამი.
მოინანიე, შეხედე, მეუფის უხრწნელ ფეხებს როგორ ბანს მეძავი, ნელსაცხებელზე უფრო ძვირფას ცრემლებს ღვრის. მისი ცრემლი ღვთის მოწყალებასა და მიტევებას მიიზიდავს და ესმის: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი... ვიდოდე მშვიდობით“ (ლუკ. 7, 48-50).
სინანული, შვილო! მეუფის წმინდა ფეხებს შიშითა და გლოვით მიეახლე; იტირე და იძახე: „ვცოდე, ჩემო იესო, მიმიღე მონანული და მაცხონე. ანგელოზთა სიხარულო, ჩემს ცრემლებს ნუ უგულებელყოფ, ნუ მომიძაგებ. გამოუთქმელითა წარმოცალიერებითა შენითა ცათა მომდრეკელო, ნუ განმაგდებ მე“.
ქრისტე ასეთი და სხვა ამგვარი სიტყვებით შეაწუხე და გჯეროდეს, რომ მის სამმაგ სიყვარულს მოიპოვებ.
შენი სინანული უზომო სიხარულს მიანიჭებს ანგელოზებს და შესძახებენ: „შეჩერდა, შეჩერდა, შეჩერდა“, ესე, იგი ბოლომდე არ დაცემულხარ, არამედ უფსკრულისკენ გაქანებული რაღაცას მოეჭიდე და ახლა ისევ ზემოთ მიიწევ.
14. ცხოვრების დრო შეუმჩნევლად და უხმაუროდ გადის. თითოეული ადამიანის ბრალი დროთა განმავლობაში მისთვის შეუმჩნევლად მძიმდება. ერთ დღეს იგი გაიაზრებს ამას, გაიკვირვებს და იტყვის: „მაინც როგორ დავაგროვე ამდენი ცოდვა მე უბადრუკმა ისე, რომ ვერც გავიგე. ვაი, საბრალოს, ახლა რა მელის? საზვერეებს როგორ გავივლი?"
ჰო, შვილო, ყველა ჩვენგანს ასე დაემართება. ახლა კი, რაც შეიძლება ვიჩქაროთ, რომ მოვემზადოთ, რადგან არ ვიცით, რომელ დღესა და საათს მოვა უფალი, სულის კარზე დაგვიკაკუნებს და პასუხს მოგვთხოვს. მუდამ ფხიზლად და მზად უნდა ვიყოთ ზეციური მოგზაურობისთვის, რადგან უკან ვეღარ დავბრუნდებით.
15. საყვარელო ძმაო... დაე, ჩვენი სიმდაბლის მომხილველმა ღმერთმა მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სინანული, რომლის გამოც ღვთის სამსჯავრო მოწყალე იქნება ჩვენ მიმართ.
გულწრფელ სინანულს კი გამოხატავს ჩადენილ ცოდვათა გამო წუხილი, გლოვა და ცოდვის ციხე-სიმაგრეთა დამარღვეველი მდუღარე ცრემლი, გულახდილი და სუფთა აღსარება.
სინანული განუკურნებელს არავის ტოვებს. მის გარეშე ვერავინ გამართლდებოდა.
ადამიანები დიდებასა და გამარჯვებას სინანულის იარაღით აღწევენ. დიდება ყოვლადბრძენ ღმერთს, ვინც ადამიანებს მისცა ეს ქმედითი წამალი, რომელიც მართებულად მიღების შემთხვევაში ყოველგვარ სნეულებას კურნავს.
ძმაო, დაე, ვიბრძოლოთ; ბავშვებივით წრფელნი და გულახდილნი ვიყოთ, როგორც თქვა მაცხოვარმა: „უკუეთუ... არა იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).
სიწრფოებითა და სარწმუნოებით ვთავისუფლდებით უბოროტესი გონებაგაფანტულობისგან, რომელიც სულიწმიდის კეთილი თესლის განმხრწნელია. ყველაფერი ჩვენი რწმენის შესაბამისად ხდება; რასაც ვთესავთ, იმასვე ვიმკით,
სინანული და გლოვა ვითხოვოთ და ღმერთი მოგვცემს. ამას მაცოცხლებელ ცრემლთა დენა მოჰყვება და გული სულიწმიდის ნაყოფს გამოიღებს, ამინ.
16. ძმაო, ილოცე ჩემთვის, რომ უფალმა სინანული მომცეს ამ ქვეყნიდან დიდ მოგზაურობაში წასვლამდე, რადგან ამ მიწისთვის კი არა, ზეცისთვის ვართ შექმნილნი. იქ ღმერთს იმ შვილებისთვის აქვს გამზადებული ადგილი, რომლებიც მის ყოველ სიტყვას ემორჩილებიან. მას, ვინც უფლის წმინდა მცნებებს არ შეისმენს, საუკუნო საპყრობილე ელის. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან.
ახლა ღმერთი წმინდა წერილის, მქადაგებლების, სულიერი მამების მეშვეობით გვიხმობს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი” (მათ. 3, 2). საუბედუროდ, ის, ვინც ფიქრობს, რომ გონიერი და ძლიერია, სხვადასხვა მიზეზით იყრუებს თავს.
ყოვლადსახიერ ღმერთს ადამიანისთვის თავისი სიმდიდრის გადაცემა სურს და ყველა უძლურს, სნეულს, არარაობას მოუწოდებს“ (1 კორ. 1, 27-28). „განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა... რაითა აღივსოს სახლი ჩემი“ (ლუკ. 14, 21-23), – ამბობს ღმერთი წმინდა სახარებით.
უხმართა მოწოდება ღვთის მოწყალებას კიდევ უფრო განადიდებს და ადამიანი მადლიერებამდე მიჰყავს, რადგან რომელი განკურნებული კეთროვანი არ მიაგებს მადლობას თავის კეთილისმყოფელს? საუკუნოდ საპყრობილემისჯილი რომელი პატიმარი არ არის თავისი გამომხსნელის მადლიერი?
ძმაო, საუბედუროდ, მე არ ვმადლობ ღმერთს, რადგან ამპარტავნების ნაშობმა დავიწყებამ გონება წამართვა.

|