წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რა სახით უნდა შევიდეს უფალი იესო ქრისტე შენს გულში, როდესაც იგი არის აღვსებული ყოვლითა ამაოებითა და ადგილი აღარ არის თავისუფალი, რომ განისვენოს მუნ უფალმან. ამისთვის, ძმაო, თუ გსურს, რომ უფალი იყოს შენთანა, ხშირად უნდა ფიქრობდე მა... იხილეთ სრულად
ესრეთი თვისება აქვს კაცის გულსა, თუ იგი არის აღვსებული წმიდა, უმანკო სიყვარულითა, როდესაც პირი, ანუ საგანი, მისგან შეყვარებული, მარადის არის მის წინაშე, ყოველ დღე მასთან იქცევა, მაშინ მას არა აქვს ესოდენი ფასი; გარნა, ოდეს იგი გან... იხილეთ სრულად
გზა სასუფევლისა ვიწრო არს და მძიმე; მრავალი მოთმინება უნდა იხმაროს კაცმა, დიდი ძალა უნდა დაატანოს თავის თავს, უკეთუ სურს სვლა გზასა ზედა სათნოებისასა.
უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმრთელეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინ... იხილეთ სრულად
შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა... იხილეთ სრულად
სიმთვრალე უმძიმესი და უსაშინელესი ცოდვა არის, გარნა შენც თვითონ იცი, თუ ვითარ მავნებელი და დამარღვეველი არის ეს ცოვა კაცის სხეულისა, და ვითარ მოაკლებს იგი სიმრთელესა და ბოლოს სიცოცხლესაცა.
ნაყროვანება ანუ უზომოდ საჭმლის მიღება, რომელიც არის დიდი ცოდვა, ყოველთვინ გათავდება სნეულებითა, და თუ არ მოიშალა კაცმან ეს ცოდვა, ბოლოს სრულიად მოაკლდება იგი ცხოვრებასა.
ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოცდათვრამეტის წ... იხილეთ სრულად
ეს სოფელი, ძმანო ჩემნო, და ამ სოფლის ცხოვრება ჩვენი არის მომზადება მომავლისა ცხოვრებისათვის სასუფეველსა შინა. აქ კაცმან უნდა ეცადოს და სული თვისი აღზარდოს და მოამზადოს იმ ნეტარებისათვის, რომელიც ღმერთმან დაგვინიშნა ჩვენ სასუფეველს... იხილეთ სრულად
მარხვის შენახვა არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება ღვთისა. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ. მარხვას არაოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. იმავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, – იტყოდი, ცოდვა არისო, იქ... იხილეთ სრულად