რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღვწის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელ...
იხილეთ სრულად
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღვწის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელებს). მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის თეორია ან ჰიპოთეზა შეიძლება ხვალ საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს, ან უკეთესით შეიცვალოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და სრულყოფილებისაგან ...
საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე მოციქულს, რომელიც შეცდა, მაგრამ დაცემული დიდი სინანულის და სიყვარულის წყალობით აღდგა და უწინდელზე მეტი მადლით შეიმოსა; ვემსგავსოთ იმ ავაზაკს, რომელმაც სიკვდილის წინ მთელი გულით შესთხოვა უ...
იხილეთ სრულად
საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე მოციქულს, რომელიც შეცდა, მაგრამ დაცემული დიდი სინანულის და სიყვარულის წყალობით აღდგა და უწინდელზე მეტი მადლით შეიმოსა; ვემსგავსოთ იმ ავაზაკს, რომელმაც სიკვდილის წინ მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწყალება და ცხონდა.
როგორც უმადური იუდა, ისე მისი ხვედრი, - თვითმკვლელობა, სიმბოლური სახეა ყველა იმ ადამიანისა და მათი აღსასრულისა, რომელნიც, მიუხედავად უფლის მადლთან ზიარებისა, მაინც განუდგებიან ჭეშმარიტებას და მას ამქვეყნიური სიკეთით ანაცვლებენ.
ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ კვლავ სრულ...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ კვლავ სრულიად განეშორება ცოდვას, რაც ყოველთვის მტკივნეული პროცესი იყო და არის, რადგან ბოროტი ადვილად არ თმობს ადამიანს და ათას საცდურსა და დაბრკოლებას უქმნის