წმ. ილია მართალმა, რომელმაც XIX საუკუნის საქართველოს ჯვარი იტვირთა, თავისი ეპოქის სატკივრის წამალი სამ სიტყვაში გამოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ დევიზით მან ერს უმთავრესი ფასეულობანი შეახსენა და თავისი მოღვაწეობით ჩვენი გა...
იხილეთ სრულად
წმ. ილია მართალმა, რომელმაც XIX საუკუნის საქართველოს ჯვარი იტვირთა, თავისი ეპოქის სატკივრის წამალი სამ სიტყვაში გამოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ დევიზით მან ერს უმთავრესი ფასეულობანი შეახსენა და თავისი მოღვაწეობით ჩვენი გადაგვარების მოსურნეთ გზა გადაუკეტა.
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისა (ინ. 12, 31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე, და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო.
თვისი ვნებითა და აღდგომით მაცხოვარმა გვიხსნა როგორც ხორციელი, ისე, უპირველეს ყოვლისა, სულიერი სიკვდილისაგან - ღვთის მადლისა და, მასთან ერთად, სულიერი ნათლის, სიხარულისა და ნეტარების მოკლებისაგან.
ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი დ...
იხილეთ სრულად
ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს“ (მკ. 8, 36). ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი.
„რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს“ (მკ. 8, 36). ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი.