თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გო...
იხილეთ სრულად
თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად.
ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, - ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.
ზოგიერთს იქნებ ჰგონია, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი ქრისტიანული ღირებულებანი დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს, ასეთი ადამიანები სულიერობაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სარწმუნოებას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მსგავ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთს იქნებ ჰგონია, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი ქრისტიანული ღირებულებანი დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს, ასეთი ადამიანები სულიერობაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სარწმუნოებას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მსგავსად განიხილავენ. მათ არ ესმით, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. ქრისტეს ეკლესია კი არის სულიწმიდის მადლით განახლებული სიცოცხლე ქრისტესთან და ქრისტეში.
რჯულთშემწყნარებლობის გამოვლენა მორწმუნე ადამიანისაგან კარგია, როდესაც იგი რწმენის სისავსიდან და უმაღლესი ზნეობრივი ძალის გაცნობიერებიდან მომდინარეობს, ხოლო რჯულთშემწყნარებლობა მრწამსის არმქონე ადამიანისა კიდევ ერთი დასტურია მისი უ...
იხილეთ სრულად
რჯულთშემწყნარებლობის გამოვლენა მორწმუნე ადამიანისაგან კარგია, როდესაც იგი რწმენის სისავსიდან და უმაღლესი ზნეობრივი ძალის გაცნობიერებიდან მომდინარეობს, ხოლო რჯულთშემწყნარებლობა მრწამსის არმქონე ადამიანისა კიდევ ერთი დასტურია მისი უღმერთობისა.
რის საფუძველზე ქადაგებენ ზოგიერთნი დღეს რელიგიურ პლურალიზმს? როგორც ჩანს ისინი იმქვეყნიურ სიცოცხლეზე არც ფიქრობენ და არც სწამთ იგი, თორემ ასე როგორ გაიმეტებდნენ თავიანთ თავსაც და ხალხსაც მრწამსის ნაირფეროვანი არჩევანისთვის? ეს ...
იხილეთ სრულად
რის საფუძველზე ქადაგებენ ზოგიერთნი დღეს რელიგიურ პლურალიზმს?როგორც ჩანს ისინი იმქვეყნიურ სიცოცხლეზე არც ფიქრობენ და არც სწამთ იგი, თორემ ასე როგორ გაიმეტებდნენ თავიანთ თავსაც და ხალხსაც მრწამსის ნაირფეროვანი არჩევანისთვის? ეს ხომ მარადიული სიკვდილისათვის მათ განწირვას ნიშნავს?! ხოლო თუ არ სჯერათ სულის უკვდავება, რელიგიაზე რატომღა ლაპარაკობენ? ნუთუ იმიტომ, რომ რწმენა საზოგადოების მართვის ერთ-ერთ საშუალებად წარმოუდგენიათ, თვითონ კი სულით ათეისტები ...