ადამიანის სული ამოუწურავი სათავეა ენერგიისა, უხვი და მდიდარი წყაროა მამოძრავებელი ძალისა, ოღონდ ეს ძალა აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და წარიმართოს სწორი გზით.
ყველა მეცნიერული აღმოჩენა, მატერიალური და ეკონომიური სიკეთენი ადამიანის წინააღმდეგ მიიმართება, თუ სიყვარულის, რწმენის, თანაგრძნობის უნარს დავკარგავთ, თუ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი ბედნიერების შეცნობას და გაცივდება ჩვენი გულები.
ბედნიერნი არიან რწმენითა და სიყვარულით გამთბარნი, ისინი, ვინც მოყვასისათვის ცხოვრობენ და მათზე ზრუნვით დაილევიან, ვინც ჭეშმარიტებისათვის ათასგვარ შეურაცხყოფასა და განსაცდელს უდრტვინველად გადაიტანენ... ბედნიერნი ხართ, თუ აღასრულებთ...
იხილეთ სრულად
ბედნიერნი არიან რწმენითა და სიყვარულით გამთბარნი, ისინი, ვინც მოყვასისათვის ცხოვრობენ და მათზე ზრუნვით დაილევიან, ვინც ჭეშმარიტებისათვის ათასგვარ შეურაცხყოფასა და განსაცდელს უდრტვინველად გადაიტანენ... ბედნიერნი ხართ, თუ აღასრულებთ ვალს ღვთისა და ქვეყნის წინაშე, თუ შეუდგებით უსასრულო გზას განწმედისას და იქნებით "სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მათე V,48). აი, მაშინ მოიპოვებთ ნამდვილ სიხარულს, რომელსაც ქვეყნად ვერაფერი შეედრება და რომ...
ცოდნა მსგავსია სინათლისა, რწმენა შეიძლება შევადაროთ სითბოს. როგორც სხეულის ფიზიკური განვითარებისათვის საჭიროა სინათლე და სითბო, ასევე საჭიროა ცოდნა და რწმენა სულიერი ცხოვრებისათვის.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ გსურს შეიტყო კეთილწარმატებაჲ შენი, გამოსცადე, რაოდენ ცოდვილად განიცდი თავსა შენსა; და ვითარ მეტად ნათელ არს მზერაჲ შენი, უფრორე კეთილად ხედავ დიდებასა ღვთისასა და ცოდვილობასა თავისა შე...
იხილეთ სრულად
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ გსურს შეიტყო კეთილწარმატებაჲ შენი, გამოსცადე, რაოდენ ცოდვილად განიცდი თავსა შენსა; და ვითარ მეტად ნათელ არს მზერაჲ შენი, უფრორე კეთილად ხედავ დიდებასა ღვთისასა და ცოდვილობასა თავისა შენისასა".