სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
ნუ დაუშვებ, რომ შენი სიყვარული მოყვასის მიმართ მის უბედურებაზე მოკლე იყოს
გადააფრქვიე სიყვარულისა და ქველმოქმედების ზეთი მოყვასთ და ჩააქრობ გეენიის ცეცხლს, რომელიც ცოდვილს დაწვავს.
ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები; ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები.
ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს. უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე, ხოლო თუ სრულყოფილება გსურს, მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება, რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვე... იხილეთ სრულად
ამბა აგაფონი ამბობდა: "რომ შემძლებოდა, რომელიმე კეთროვანისთვის სხეული გამეცვალა, ამის გაკეთება ჩემთვის სიამოვნება იქნებოდა". ასეთია სრულყოფილი სიყვარული!
დაე, მეგობრობით კეთილ ადამიანებს დავუკავშირდეთ; ჩვენი უახლოესი და უპირველესი საზრუნავით - ახლობლებს; ჩვენი სიყვარულით - ყველას; ჩვენი შემწეობით - გასაჭირში მყოფს.