ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმაჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვ...
link
ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს; ვნებათა შეკავება მხოლოდ რწმენით, ღვთისმოსაობით და სიმტკიცითაა შესაძლებელი.
სულიერი ცხოვრების დაწყება ნიშნავს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადო შენზე გაბატონებულ ვნებებს. რამდენადაც გათავისუფლდები მათგან, იმდენად განეშორები ამა სოფელს და დამკვიდრდები უხილავ მონასტერში. ნუ გგონია, რომ ამის მიღწევა უცბად შეიძლებ...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების დაწყება ნიშნავს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადო შენზე გაბატონებულ ვნებებს. რამდენადაც გათავისუფლდები მათგან, იმდენად განეშორები ამა სოფელს და დამკვიდრდები უხილავ მონასტერში. ნუ გგონია, რომ ამის მიღწევა უცბად შეიძლება და ნუ დაღონდები იმის შემხედვარე, თუ რა ნელა და ცუდად მიდის საქმე. იცოდე, სულიერი კიბის ყველაზე მაღალ საფეხურებზეც ხდება საშინელი დაცემა და პირველ საფეხურებზეც შეიძლება სულმა საღვთო მოწყალებით ღვთაებრივი მადლი მიიღოს.
link
როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვ...
იხილეთ სრულად
როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვებრძანა. თუკი ამ ვნებებს სნეულებაც აღმოფხვრის, ნუღარ ვიშფოთებთ. უდიდესი ღვაწლია დაითმინო ავადმყოფობა და ღმერთს სამადლობელი გალობანი აღუვლინო.
link
ო, ავადმყოფობა! მწარე, მაგრამ ჯანმრთელი წამალია. როგორც ხორცის სიმლაშე და თევზის სიმყრალე საშუალებას არ აძლევს მატლებს, რომ ისინი ჩაისახონ, ასევე ყოველგვარი სნეულება ჩვენს სულს ლპობისგან და სულიერი გახრწნისაგან იცავს და არ აძლევს ...
იხილეთ სრულად
ო, ავადმყოფობა! მწარე, მაგრამ ჯანმრთელი წამალია. როგორც ხორცის სიმლაშე და თევზის სიმყრალე საშუალებას არ აძლევს მატლებს, რომ ისინი ჩაისახონ, ასევე ყოველგვარი სნეულება ჩვენს სულს ლპობისგან და სულიერი გახრწნისაგან იცავს და არ აძლევს საშუალებას ვნებებს, როგორც სულიერ მატლებს, ჩაისახონ ჩვენში.
link
მრავალი მინახავს რაიმე სნეულებით გაწამებული, თითქოს ეპიტიმია დადებულნი, ამ გზით განიწმიდებოდნენ სულიერი ვნებებისაგან.
თუ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, გეენიის ცეცხლი დაუპირისპირე მას და შენი ხორციელი ვნების ცეცხლი მეყსეულად ჩაქრება და გაუჩინარდება.
დედაკაცის ხილვისას გონება და გრძნობები უნდა დაიცვა ყოველგვარი უკრძალველი გართობისა და მოძრაობებისგან, განსაკუთრებით არაფერი თქვა წინდაუხედავად და ისწრაფე განერიდო მათ კრებულს. თუ მოღვაწეს დემონური საცთურით აღძრული წარმოდგენები აცთ...
იხილეთ სრულად
დედაკაცის ხილვისას გონება და გრძნობები უნდა დაიცვა ყოველგვარი უკრძალველი გართობისა და მოძრაობებისგან, განსაკუთრებით არაფერი თქვა წინდაუხედავად და ისწრაფე განერიდო მათ კრებულს. თუ მოღვაწეს დემონური საცთურით აღძრული წარმოდგენები აცთუნებს, საჭიროა დააცხროს აზრთა კვეთება და მოკრძალებით გადაიწეროს პირჯვარი. ხორციელ და გონებრივ ვნებათაღელვისაგან თავდასაცავად სასარგებლოა ყველაფერში გონივრული ზომიერება; მაგრამ უპირველესი და უპირატესი საშუალებაა ევედრო ყო...
link
ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისაკენ. ასეთი შეგრძნებებისაკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად ეშმაკის მახ...
იხილეთ სრულად
ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისაკენ. ასეთი შეგრძნებებისაკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად ეშმაკის მახეში ებმებიან. მადლისმიერ შეგრძნებებს ღმერთი მაშინ ანიჭებს ადამიანს, როდესაც მათ გული ვნებებისგან აქვთ განწმენდილი. ასეთ მდგომარეობაში წმიდა მამები იყვნენ, ხოლო ჩვენ ცოდვილთ ლოცვა გვმართებს სინანულით. ვნებებთან ბრძოლაში შ...
link
როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც რომ დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ.