"შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 3,2), - ბრძანებს წმიდა წერილი. მოწოდება სინანულისკენ ამავე დროს არის მოწოდება ნამდვილი სიხარულისა და ნეტარებისკენ, ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ.
ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე.
სინანული არის შინაგანი რელიგიური განცდა. იგია აზროვნების ძირეული გარდაქმნა, სიკეთისაკენ ჩვენი ნებისყოფის მძაფრი შემობრუნება, განსხვავებული ქცევა, ფასეულობათა სრულიად ახალი აღქმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს ...
იხილეთ სრულად
სინანული არის შინაგანი რელიგიური განცდა. იგია აზროვნების ძირეული გარდაქმნა, სიკეთისაკენ ჩვენი ნებისყოფის მძაფრი შემობრუნება, განსხვავებული ქცევა, ფასეულობათა სრულიად ახალი აღქმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს ღრმა ჭვრეტით ანუ თვითშემეცნებით მიიღწევა.
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი აზროვნების მექანიზმი განსაზღვრულია და რომ ლოგიკის კანონების გარდა არსებობს სხვა ჭეშმარიტება, რომელიც ამ კანონებით არ იზომება და მის ფარგლებს სცილდება. აუცილებლად უნდა გავერკვეთ იმაშიც, თუ რამდენად შესაძლებ...
იხილეთ სრულად
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი აზროვნების მექანიზმი განსაზღვრულია და რომ ლოგიკის კანონების გარდა არსებობს სხვა ჭეშმარიტება, რომელიც ამ კანონებით არ იზომება და მის ფარგლებს სცილდება. აუცილებლად უნდა გავერკვეთ იმაშიც, თუ რამდენად შესაძლებელია თანაფარდობა აბსოლუტურ და პირობით ჭეშმარიტებებს შორის.განა ყოველთვის მისაღებია ჭეშმარიტების საზომად ჩვენი პრაქტიკული გამოცდილების, პრაქტიკული ცოდნის გამოყენება? როგორც ამბობენ ფილოსოფოსნი, ჭეშმარიტება არ არის დასრულე...
ურწმუნონი სულიერ სამყაროს ხშირად ილუზიებს უწოდებენ და სვამენ კითხვას: პრაქტიკულ შემოწმებას დაუქვემდებარებელი წარმოსახვითი სამყარო რატომ იმსახურებს ზოგიერთების არათუ რწმენას, არამედ პატივისცემასა და თაყვანისცემასო? ("ფილოსოფიური სა...
იხილეთ სრულად
ურწმუნონი სულიერ სამყაროს ხშირად ილუზიებს უწოდებენ და სვამენ კითხვას: პრაქტიკულ შემოწმებას დაუქვემდებარებელი წარმოსახვითი სამყარო რატომ იმსახურებს ზოგიერთების არათუ რწმენას, არამედ პატივისცემასა და თაყვანისცემასო? ("ფილოსოფიური საკითხები", 1987, მ.II, გვ.119).საზოგადოების ერთი ნაწილი კი რელიგიურობას მისაღებად თვლის მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებში ფსიქოლოგიურად დადებითი ემოციები სჭარბობს. მორწმუნენი შინაგანად დაცულნი და მშვიდნი არიან; მოქმედებ...
სრულყოფილებისაკენ, პირველქმნილ უცოდველ ყოფასთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი. იგი გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს, გვიჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს, სურს გააღვივოს ჩვენში განწმენდის სურვილი, რომ სულით ამაღლებულებმა ვიცხოვროთ როგორ...
იხილეთ სრულად
სრულყოფილებისაკენ, პირველქმნილ უცოდველ ყოფასთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი. იგი გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს, გვიჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს, სურს გააღვივოს ჩვენში განწმენდის სურვილი, რომ სულით ამაღლებულებმა ვიცხოვროთ როგორც საკუთარი თავის, ისე მოყვასის საკეთილდღეოდ.სრულყოფის კიბეზე ზესვლა გულისხმობს რაღაცის უარყოფას და რაღაცის შეძენას. მოციქულ პავლეს ჩამოთვლილი აქვს ადამიანური მძიმე ცოდვები ანუ "საქმენი ჴორცთანი", როგორც თვითონ უწოდებს მა...
საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხალხს თუმცა მრავალი განსაცდელი შეხვდა, მაგრამ ღვთის მფარველობას, ღვთის მარჯვენის გადამრჩენელ და განმამტკიცებელ ძალას მუდამ ვგრძნობდით. განსაცდელმა კიდევ უფრო ღრმად დაგვაფიქრა და სხვა კუთხით დაგვანახა ცხო...
იხილეთ სრულად
საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხალხს თუმცა მრავალი განსაცდელი შეხვდა, მაგრამ ღვთის მფარველობას, ღვთის მარჯვენის გადამრჩენელ და განმამტკიცებელ ძალას მუდამ ვგრძნობდით. განსაცდელმა კიდევ უფრო ღრმად დაგვაფიქრა და სხვა კუთხით დაგვანახა ცხოვრება, სამყარო; კიდევ უფრო ფართოდ გაგვიხსნა გული, გააფაქიზა ჩვენი გრძნობები, მოგვცა ნიჭი სხვისი მწუხარებისა და სიხარულის გაზიარებისა.მადლობა ღმერთს, ღვთის რწმენა და სულის სიმტკიცე არასოდეს დაგვიკარგავს. "განახვენით ბჭენი...