ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
იესოსმიერი ნათლით უნდა შევხედოთ ჩვენს თავს და გამოვიკვლიოთ იგი, თუ გვსურს სწორად ვიცხოვროთ, სწორად შევაფასოთ მოვლენები და თვით ჩვენ გავხდეთ ძე ნათლისა.
ქრისტეში არის სიცოცხლე და სიცოცხლე იგი არის ნათელი კაცთა (იოანე 1,4). ეს ნათელი განგვაშორებს ბნელს; იგია ნათელი იმედისა და სიხარულის მომტანი, და ამავე დროს, მამხილებელი, განწმენდისაკენ მომწოდებელი.
ღმერთმა ძე თვისი გამოგვიგზავნა, რათა მისი არცერთი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ მოეპოვებინა მარადიული ცხოვრება
იგი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მხოლოდ მას ძალუძს გვიწყალობოს ის, რაც ასე გვჭირდება და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.
მან ახარა და უჩვენა გაწამებულ კაცობრიობას, რომ ღმერთი არის სიყვარული, ამიტომაც ვის უნდა მივმართოთ ჩვენ, სიყვარულისაგან განძარცვულებმა, თუ არა მას
ოცი საუკუნის წინ იესო ქრისტეს მიერ მსოფლიოს მიენიჭა ღვთაებრივი მადლი და ჭეშმარიტება. მოვედი არა განსჯისათვის, არამედ ცხოვრებისათვის სოფლისა. - ბრძანებს იგი.
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი წერდა: "მე ხშირად მიწევდა ღვთის წინაშე მუხლებზე დადგომა, რადგან უბრალოდ სხვაგან წასასვლელი გზა აღარ მქონდა".
მხოლოდ ცხოვრების მძიმე პერიოდებში და უბედურების ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა.
ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განლევენ წუთისოფელს, ძალიან ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი წარმატებისა და წინსვლის საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი პიროვნებაში ამპარტავნებას, დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს და... იხილეთ სრულად