დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის...
იხილეთ სრულად
დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.
link
ქართული სუფრის შესახებ
link
იესო ქრისტე მოგვიწოდებს, მივსდიოთ მას. ამაოდ გაქვს იმედი შენი განსწავლულობისა, სიმდიდრისა და ამსოფლიური დიდებისა; როდესაც ნამდვილად გაგიჭირდება, ეს ყოველივე ვერარას გარგებს. დღეს შენი თაყვანისმცემელნი ხვალ დაგივიწყებენ და ახლა სხვ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტე მოგვიწოდებს, მივსდიოთ მას. ამაოდ გაქვს იმედი შენი განსწავლულობისა, სიმდიდრისა და ამსოფლიური დიდებისა; როდესაც ნამდვილად გაგიჭირდება, ეს ყოველივე ვერარას გარგებს. დღეს შენი თაყვანისმცემელნი ხვალ დაგივიწყებენ და ახლა სხვას შეასხამენ ხოტბას. თვით ნაპოლეონი ამბობდა: ყველაზე დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო. ერთადერთი იმედი ჩვენი შემოქმედი უფალია.
link
ჩემთვის თქვენი წმიდა სახის ხილვაც საკმარისიაო
link
სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია.
link
„გალობანი სინანულისანი“ არის ქვეყნის განმგებლის აღსარება
link
შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი
ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც, ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი...
იხილეთ სრულად
ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც, ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი.