თავის შეცნობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში დაბუდებული სიცრუისა და ტყუილის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. უნდა დავინახოთ ყოველივე არაჭეშმარიტი, ფარისევლური, რომელიც ბორკილად ადევს ჩვენს სულს: უნდა დავინახოთ ჩვენი ამპარტავნება და ეგოიზმი, რ...
იხილეთ სრულად
თავის შეცნობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში დაბუდებული სიცრუისა და ტყუილის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. უნდა დავინახოთ ყოველივე არაჭეშმარიტი, ფარისევლური, რომელიც ბორკილად ადევს ჩვენს სულს: უნდა დავინახოთ ჩვენი ამპარტავნება და ეგოიზმი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თან გვდევს და გვიბიძგებს მრავალი ცოდვის ქმნისაკენ. ამ ცოდვით სავსენი ადვილად გავცემთ მეგობარს, ვღალატობთ სწორ იდეას, რომელსაც წლობით მივყვებოდით, ვღალატობთ ჭეშმარიტებას...
"მე ვარ აღდგომა" და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკი...
იხილეთ სრულად
"მე ვარ აღდგომა" და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკიცება იმისა, რომ ჭეშმარიტება სძლევს სიცრუეს, სიკეთე - ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს, სიცოცხლე - სიკვდილს.
სიკვდილი სამი სახისაა: ფიზიკური, სულიერი და მარადიული. მაცხოვარმა ჩვენ სულიერი და მარადიული სიკვდილისაგან გვიხსნა. გვიხსნა სულიწმიდის განშორებისა და მარადიული სატანჯველისგან. მან თავისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა პირველქმნილი...
იხილეთ სრულად
სიკვდილი სამი სახისაა: ფიზიკური, სულიერი და მარადიული.მაცხოვარმა ჩვენ სულიერი და მარადიული სიკვდილისაგან გვიხსნა. გვიხსნა სულიწმიდის განშორებისა და მარადიული სატანჯველისგან. მან თავისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა პირველქმნილი ცოდვა და ამით მორწმუნეთათვის სასუფევლის კარი შეაღო.
ქრისტეს აღდგომის ნათელი მოიცავს მთელ სამყაროს. მისი მადლით ნიშანდებულნი უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვისაგან, რათა ვეზიაროთ ჭეშმარიტებას; თუ არ განვიძარცვეთ სხეული ძველი ადამისა და არ შევიმოსეთ ქრისტეს სამოსით, მარადიული სიკვდილისათვის...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომის ნათელი მოიცავს მთელ სამყაროს. მისი მადლით ნიშანდებულნი უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვისაგან, რათა ვეზიაროთ ჭეშმარიტებას; თუ არ განვიძარცვეთ სხეული ძველი ადამისა და არ შევიმოსეთ ქრისტეს სამოსით, მარადიული სიკვდილისათვის გავწირავთ თავს.
განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი.
ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმიდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს. საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული.
ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის სიდიადე და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ; თითოეულმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად უნდა განვიცადოთ ჩვენი სისუსტენი, ვამხილოთ ჩვენი ცოდვით...
იხილეთ სრულად
ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის სიდიადე და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ; თითოეულმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად უნდა განვიცადოთ ჩვენი სისუსტენი, ვამხილოთ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი, რათა მართალ მეზვერესავით გულით შევსთხოვოთ შემოქმედს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს და იმ მეზვერესავით მივიღოთ შენდობა და მიტევება ცოდვათა ჩვენთა.