ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს (რომ. 4,25); "ვემსგავსოთ ქრისტეს, რამეთუ ჩვენი ხსნისათვის მსგავს ჩვენდა იქმნა; განვღმრთდეთ, რამეთუ იგი ჩვენი მიზეზით განკაცდა, თავი დაიმდაბლა, რათა ჩვენ აღვემაღლებინ...
იხილეთ სრულად
ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს (რომ. 4,25); "ვემსგავსოთ ქრისტეს, რამეთუ ჩვენი ხსნისათვის მსგავს ჩვენდა იქმნა; განვღმრთდეთ, რამეთუ იგი ჩვენი მიზეზით განკაცდა, თავი დაიმდაბლა, რათა ჩვენ აღვემაღლებინეთ, სოფელს წარუდგა ღატაკი, რათა ჩვენ გავემდიდრებინეთ. იქმნა შეურაცხყოფილი, რათა ჩვენ განვედიდებინეთ; იყო სატანჯველით გვემული, რათა ჩვენ ძლევაჲ მოგვეპოვებინა; მოკვდა, რომ გამოვეხსენით; აღდგა, რომ ქვესკნელს შთაცვივნულნი ზე...
პასექი ქრისტესი ძველ დროს მომხდარი სასწაულის გახსენება კი არ არის, არამედ რეალური შეხვედრა აღდგომილ მაცხოვართან, ეს არის სიხარული, რომელსაც მხოლოდ მორწმუნე გრძნობს და განიცდის, ეს არის სიხარული, ადამიანის გულში დაუტევნელი.
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი. რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს ...
იხილეთ სრულად
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი.რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს იგი საკუთარ სულში, დაანახოს შეცდომები და მათი დაძლევის გზები.
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელი...
იხილეთ სრულად
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელიგიისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა.პირიქით კი მოხდა. რაც უფრო განვითარდა მეცნიერება, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი, მით მეტი აუხსნელი კითხვა დაიბადა, რადგანაც ამა თუ იმ აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი ახალი საიდუმლოებანი გამოავლინ...
ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ" (ფსალმუნი 118,30). ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ცხ...
იხილეთ სრულად
ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ" (ფსალმუნი 118,30).ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ცხოვრობს ახლობელთა და შორეულთა, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთადმი სიყვარულით, განსაცდელის ჟამს დიდად მომთმენი და შემნდობია, ტირის მტირალთან, წუხს მწუხარესთან, უხარის მხიარულთან; მან არ იცის შიში საფრთხის წინაშე;