ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები, მართლმადიდებლური მწერლობა ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
32. ეკლესიასა, ვითარცა ზეცათა შინა ვიდოდე, და ნუმცა რას ქუეყნიერსა მოიგონებ მას შინა
30. იღუწოდ გლახაკთა, რამეთუ იგინი დაგუაგებენ ჩუენ მსაჯულსა
29. რაოდენი რაი სცოდე, ყოველსავე სულთქუმით იხსენებდ; რამეთუ ამიერ შეექმნების სულსა სამარადისოი ლმობიერებაი
28. საჭურველად შეჰრაცხე მარხვაი, და ლოცვაი - ზღუდედ, ხოლო ცრემლნი - საბანელად
27. სიმდიდრე უკუეთუ გაქუს, განაბნიე; ხოლო უკუეთუ არა გაქუს, ნუ შეიკრებ
26. გარე-მიაქცევდ საწუთოთა სიხარულითა რომელნი-იგი უბრკუმენ და შეაცთუნებენ მოხარულთა
25. ნუ გიყუარს შუებაი, რამეთუ შეგიქმს სიყუარულსა სოფლისა ამის მიმართ, და მტერობაი ღმრთისაი ამათ ორთაგან იშვების
24. მხოლოდ მას მისცემდი ხორცთა, რაოდენი უხმს მიღებად, და ნუ რაოდენი ჰნებავს
23. მოიძულენ ხორცთა გემოვნებანი, რამეთუ ხორცთავე თანა სულსაცა ბიწიან ჰყოფენ
22. სათნოებათა შენთა ჰფარვევდი, ხოლო მოწამედ ცხორებისა შენისა მრავალნი მოიგენ