თუ მზის სინათლის გარეშე სიცოცხლე შეწყვეტდა არსებობას, თვინიერ ღვთაებრივი ენერგიისა სიცოცხლე საერთოდ არ წარმოიშვებოდა. სიცოცხლე, მიზიდულობისა თუ სხვა კანონები, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ, გამომსახველნია უმაღლესი ჰარმონიისა, შედე...
იხილეთ სრულად
თუ მზის სინათლის გარეშე სიცოცხლე შეწყვეტდა არსებობას, თვინიერ ღვთაებრივი ენერგიისა სიცოცხლე საერთოდ არ წარმოიშვებოდა. სიცოცხლე, მიზიდულობისა თუ სხვა კანონები, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ, გამომსახველნია უმაღლესი ჰარმონიისა, შედეგია ღვთაებრივი გონებისა და ძალისა.
როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები, რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები. ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიე...
იხილეთ სრულად
როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები, რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები.ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ.
აუცილებელი კი არის წმიდა წერილში გაცხადებული მცნებებისა და სწავლებების გათავისება, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს და ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ.
ფრიად სასურველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება.