მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობ...
იხილეთ სრულად
მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობრობას და სხვ. ასეთი ურთიერთობა უნიკალურია როგორც ქრისტიანულ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში.
ადამიანი სიყვარულის ღმრთეებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი “მე”-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს, ისე შეიყვარებს; "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვ...
იხილეთ სრულად
ადამიანი სიყვარულის ღმრთეებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი “მე”-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს, ისე შეიყვარებს; "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13), - ბრძანებს უფალი.
შეიძლება ითქვას, რომ მოყვასის სიყვარული ერთგვარად პირველი საფეხურია. იოანე ღმრთისმეტყველი ბრძანებს: "ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?" (ინ. 4,20).
ყველაზე აღმატებულია ღმერთის სიყვარული. ამ სიყვარულის დამტევნელნი დიდი სულიერი მოღვაწენი არიან, რომელნიც მძიმე მოსაგრეობის პარალელურად, ღმრთეებრივ ნათელთან ლოცვითი თანაზიარებით უსაზღვრო ნეტარებას ამქვეყნადვე აღწევენ.
მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა და განსაცდელისა, სიყვარული ნეტარებასთან და სიხარულთან არის დაკავშირებული; და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ნეტარებაც და სიხარულიც.
პავლე მოციქული იმასაც ბრძანებს, რომ თუ სიყვარული არა გვაქვს, ფუჭია ქველმოქმედებაც, სასწაულთმოქმედების უნარიც, მოსაგრეობაც, თვით მოწამეობრივი აღსასრულიც კი, რადგან უსიყვარულოდ ყველა სიკეთე უქმ იქნების.
XX საუკუნის დასაწყისში, გასაბჭოების პერიოდში, როცა აქტიურად შეუტიეს ტრადიციულ ღირებულებებს, ახალგაზრდა მამულიშვილებმა, რომლებიც შემდეგ ცნობილი საზოგადო მოღვაწენი გახდნენ (პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია, ვახუშტი კოტეტიშვი...
იხილეთ სრულად
XX საუკუნის დასაწყისში, გასაბჭოების პერიოდში, როცა აქტიურად შეუტიეს ტრადიციულ ღირებულებებს, ახალგაზრდა მამულიშვილებმა, რომლებიც შემდეგ ცნობილი საზოგადო მოღვაწენი გახდნენ (პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია, ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსანდრე აბაშელი), ჩამოაყალიბეს "ჩოხოსანთა" საზოგადოება. ეროვნული სამოსის ტარება იყო ერთგვარი პროტესტის ფორმაც და მათი მსოფლმხედველობის დემონსტრირების საშუალებაც. შემდგომ პერიოდში ამ მაგალითს, მართალია ერთეულებმა, ...
ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეული არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის), ან ისინი, რომელნიც უგულებელყოფენ სულიერ ...
იხილეთ სრულად
ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეული არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის), ან ისინი, რომელნიც უგულებელყოფენ სულიერ ღირებულებებს. ახალგაზრდები უფრო იცნობენ ტელეშოუების გმირებს, ვიდრე მათივე თაობის ნიჭიერ პოეტებს, მხატვრებს, კულტურის მოღვაწეთ, მეცნიერებს და, ზოგადად, ღირსეულ ადამიანებს. ეს ძირითადად მასმედიისგან მომდინარე ნაკლია და იგი...