წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
ადამიანებს ეშმაკისთვის საქმე რომ არ გაეჩინათ, მას გასაკეთებელი არაფერი ექნებოდა.
ადამიანისთვის ადვილია ცხოველებთან ბრძოლა. ამისთვის მას იარაღი გააჩნია, მაგრამ მისთის ძნელია ბოროტ სულებთან შერკინება, რადგან ბოროტი სულები ისეთ იარაღს ფლობენ, ადამიანს რომ არ გააჩნია.
თუ ურწმუნო ადამიანი ბრძოლაში გიწვევს, უგუნური შეურაცხგყოფს, გაბოროტებული გდევნის, ჩათვალე, რომ ეს ბოროტისგან არის, რამეთუ ადამიანი ბუნებით ღვთისმოსავია, კეთილი და გონიერი.
დღეს ახალგაზრდამ რომ მკითხოს, როგორ უნდა ცხონდეს, მე ვურჩევდი, რომ სხვისთვის იღვაწოს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა საზრუნავი არ გააჩნია, ან დაღუპულია, ან უფსკრულის წინაშე დგას.
ადამიანს ოცნებებით უფრო უდგას სული, ვიდრე სინამდვილით. მომავალზე მეოცნებე აწმყოს ივიწყებს. მთელი ცხოვრება შორეულ სივრცეს დაჟინებით გასცქერის, ახლომახლო კი ვერაფერს ამჩნევს. რასაც გულით და გონებით ჭვრეტს იმით უფრო სულდგმულობს, ვიდრ... იხილეთ სრულად
სხვისი ბედნიერება არ გიხაროდეს, ეს ცოდვისაგან გაუხეშებული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე უღირსი თვისებაა. სხვისი სიხარულით რომ გაიხარო, ან ბავშვი უნდა იყო, ან ბავშვივით მიამიტი და უცოდველი.
უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავ... იხილეთ სრულად