მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბრძნე სოლომონისა 4, 7-8).
ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - "ხალას ოქროს" (იგავ. 3, 13,14).
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უნიკალური კულტურის მქონე ერი ვართ, რომ გაგვაჩნია 2000 წლის მართლმადიდებლური სარწმუნოება და ისეთი სულიერი საგანძური, რომლითაც შეუძლია იამაყოს მთელმა მსოფლიომ. გლობალიზაციის პერიოდშიც ჩვენ დავიცავთ ჩვენს კუ...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უნიკალური კულტურის მქონე ერი ვართ, რომ გაგვაჩნია 2000 წლის მართლმადიდებლური სარწმუნოება და ისეთი სულიერი საგანძური, რომლითაც შეუძლია იამაყოს მთელმა მსოფლიომ. გლობალიზაციის პერიოდშიც ჩვენ დავიცავთ ჩვენს კულტურას და სულიერ საუნჯეს.
ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიწვდომელია, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადმოსული მზის ცხოვ...
იხილეთ სრულად
ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიწვდომელია, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადმოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებელის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტით ...
ქართული ენა - ეს არის მსოფლიოს საოცრება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართველებს სამი ანბანი გვაქვს, მაშინ, როცა ერთიც კი არ აქვთ სხვა ერებს. ქართულ ენაზე შემთხვევით არ არის ნათქვამი "ქებაი და დიდებაი" ტექსტში, რომ მსოფლიოს განკითხვა იქნე...
იხილეთ სრულად
ქართული ენა - ეს არის მსოფლიოს საოცრება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართველებს სამი ანბანი გვაქვს, მაშინ, როცა ერთიც კი არ აქვთ სხვა ერებს. ქართულ ენაზე შემთხვევით არ არის ნათქვამი "ქებაი და დიდებაი" ტექსტში, რომ მსოფლიოს განკითხვა იქნება ამით ენითო.
საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება, აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც.