წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
ეკლესია ტექნიკურ პროგრესს არ ებრძვის. პირიქით იგი მას ახარებს. ეკლესია მხოლოდ ტექნიკის დესპოტურ მბრძანებლობას ეწინააღმდეგება.
მართლმადიდებლობა თავისუფლების რელიგიაა. თავისუფლება დესპოტიზმისგან. დესპოტიზმი კი სამგვარია: როდესაც ადამიანი ადამიანზე ბატონობს, როდესაც ადამიანზე ნივთები ბატონობენ და როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე თავად ბატონობს.
ჭეშმარიტება სამარეშიც ცოცხლობს, ბორკილებდადებულიც თავისუფალია, ბნელშიც ანათებს და ლაფში ამოსვრილიც სიწმინდეს ინარჩუნებს.
ჭეშმარიტება უფრო ვრცელია, ამაღლებული და ღრმა, ვიდრე ეს სამყარო. ამიტომაც შეუცნობელია, მაგრამ სულიერი ადამიანისათვის იგი დღესავით ნათელია.
ჭეშმარიტება დროს არ ექვემდებარება. იგი არც ძველია და არც ახალი. იგი უცვლელი იყო გუშინ, უცვლელია დღეს, და ხვალაც უცვლელი დარჩება.