სამყარო ყველა თავისი ქვეყნიური შესაძლებლობებით გვეუბნება: იყავით ბედნიერი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ხოლო ქრისტე სახარების საშუალებით გვამცნობს: იარეთ ვიწრო გზით, გზით ბრძოლისა და ტანჯვისა, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერები...
იხილეთ სრულად
სამყარო ყველა თავისი ქვეყნიური შესაძლებლობებით გვეუბნება: იყავით ბედნიერი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ხოლო ქრისტე სახარების საშუალებით გვამცნობს: იარეთ ვიწრო გზით, გზით ბრძოლისა და ტანჯვისა, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერების მოსაპოვებლად ეს ერთადერთი გზა არსებობს. ეკლესიის შემწეობის გარეშე როგორ შევძლებთ, ამ საშინელი არჩევანის წინაშე გადაწყვეტილება მივიღოთ, როგორ შევძლებთ, შევინანოთ და დავუბრუნდეთ იმ ნათელი და სასიხარულო აღთქმისაკენ, რომელ...
რაც უნდა დიდი ცოდვილი მოვიდეს პირველად აღსარებაზე, თუ ზიარება ითხოვა, მღვდელს არა აქვს უფლება არ აზიაროს და არ მიიღოს ახალმოქცეული, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაადოს სასჯელი.
მხოლოდ წმინდანს შეუძლია არ აზიაროს; განსაზღვროს რამდ...
იხილეთ სრულად
რაც უნდა დიდი ცოდვილი მოვიდეს პირველად აღსარებაზე, თუ ზიარება ითხოვა, მღვდელს არა აქვს უფლება არ აზიაროს და არ მიიღოს ახალმოქცეული, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაადოს სასჯელი.
მხოლოდ წმინდანს შეუძლია არ აზიაროს; განსაზღვროს რამდენი უნდა იცოცხლოს მონანულმა, რომ უზიარებელი არ მიიცვალოს; მან ისიც უწყის წინასწარ, რომ ამით არ დაბრკოლდება მორწმუნე და ეკლესიიდან არ წავა.
ხოლო თუ ქრისტესთვის იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგი თქვენგანი, რომ არ არის აღდგომა მკვდართა?
თუ არ არის მკვდართა აღდგომა, არც ქრისტე აღმდგარა.
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება, და ამაოა თქვენი რ...
იხილეთ სრულად
ხოლო თუ ქრისტესთვის იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგი თქვენგანი, რომ არ არის აღდგომა მკვდართა?
თუ არ არის მკვდართა აღდგომა, არც ქრისტე აღმდგარა.
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება, და ამაოა თქვენი რწმენაც.
ეგეც არ იყოს, ცრუმოწმენი გამოვდივართ ღმერთის წინაშე, რადგანაც ვმოწმობთ, რომ აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლაც არ აღდგებიან მკვდრები.
რადგანაც თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.
ხოლო ...
ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი, როგორც არ უნდა გაიბნეს ისინი, თუნდაც სრულიად გაიხრწნას, ან – ერთიანად, დაიჭრას, ღვთისთვის არ კვდება, ისინი, იმავე სტიქიად გარდაიქმნებიან, რომლიდანაც ღვთის ხელმა აიღო.
ჩვენ აღვდგებით, რადგან სულები კვლავაც შეუერთდებიან სხეულებს, რომელნიც უკვდავნი და უხრწნელნი შეიქნებიან, და წარვდგებით საშინელ სამსჯავროზე ქრისტეს საყდრის წინაშე. ეშმაკი, მისი დემონები და მისი კაცი, ანუ ანტიქრისტე და უსჯულო და ცოდვ...
იხილეთ სრულად
ჩვენ აღვდგებით, რადგან სულები კვლავაც შეუერთდებიან სხეულებს, რომელნიც უკვდავნი და უხრწნელნი შეიქნებიან, და წარვდგებით საშინელ სამსჯავროზე ქრისტეს საყდრის წინაშე. ეშმაკი, მისი დემონები და მისი კაცი, ანუ ანტიქრისტე და უსჯულო და ცოდვილი ადამიანები საუკუნო ცეცხლს მიეცემიან, ნივთიერს კი არა, ჩვენთან რომ არის, რამედ ისეთს, რომლის შესახებაც ღმერთმა უწყის; ხოლო კეთილისმყოფელნი მზესავით გაბრწყინდებიან ანგელოზებთან ერთად საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს უფალ ი...
შექმნა აღდგომაზე მიუწვდომელია, იმიტომ რომ სულაც არ არის ერთიდაიგივე – ჩამქრალ სანთელს აანთებ თუ ცეცხლს გააჩენ იქ, სადაც ის ადრე არასოდეს ყოფილა, ერთიდაიგივე არ არის: დანგრეულ სახლს აღადგენ, თუ ახალს ააშენებ, აქ – ბოლოსდაბოლოს – მზ...
იხილეთ სრულად
შექმნა აღდგომაზე მიუწვდომელია, იმიტომ რომ სულაც არ არის ერთიდაიგივე – ჩამქრალ სანთელს აანთებ თუ ცეცხლს გააჩენ იქ, სადაც ის ადრე არასოდეს ყოფილა, ერთიდაიგივე არ არის: დანგრეულ სახლს აღადგენ, თუ ახალს ააშენებ, აქ – ბოლოსდაბოლოს – მზა მასალა მაინც არსებობს, იქ კი – ეს მასალაც არ არის.
ეგრეთუე მონაზონთა მიმართ ვიყტვი მე უღირსი: ანუ მკუდარი უნდა იყოს სოფლისა ნივთთაგან ანუ ცხოველი, და მონაზონების სახე არ უნდა ემოსო, რათგან სოფლისა ნივთისათვის ცხოველი არის; თორემ, როგორც ზემო ვსთქუ, საკიცხელი რამე იქმნება. მაგალითი...
იხილეთ სრულად
ეგრეთუე მონაზონთა მიმართ ვიყტვი მე უღირსი: ანუ მკუდარი უნდა იყოს სოფლისა ნივთთაგან ანუ ცხოველი, და მონაზონების სახე არ უნდა ემოსო, რათგან სოფლისა ნივთისათვის ცხოველი არის; თორემ, როგორც ზემო ვსთქუ, საკიცხელი რამე იქმნება. მაგალითი მოვიცოთ, თუ როგორ საკიცხველი არის. ცხოველმან კაცმან მკვდრის სამოსელი სუდარა რომ შთაიცუას და ერთა შორის იარებოდეს, ერისაგან საკიცხელი რამე იქმნება თუ არა? ეგრეთუე მონაზონების სამოსელი ნივთიერის სოფლისაგან მკუდრის მონაზ...