ამისთვის გევედრებით, საყვარელნო ძმანო და დანო, კრებულნო მონაზონთაო, რათა არა ესვიდეთ თავთა თქვენთა ზრუნვასა და ქონებათა ზედა თქვენსა; არა იმედობდეთ, არამედ ერთი არს იმედი - იესო მზრდელი ყოველთა. ამას შეეხიზნეთ, ამას მიანდევით ზრუნ...
იხილეთ სრულად
ამისთვის გევედრებით, საყვარელნო ძმანო და დანო, კრებულნო მონაზონთაო, რათა არა ესვიდეთ თავთა თქვენთა ზრუნვასა და ქონებათა ზედა თქვენსა; არა იმედობდეთ, არამედ ერთი არს იმედი - იესო მზრდელი ყოველთა. ამას შეეხიზნეთ, ამას მიანდევით ზრუნვა თქვენი; ამან, ტკბილმან იესომ, განაგოს ცხოვრება თქვენი: ესე მდაბალი მშვიდი და სახიერი იესო შეიყვარეთ; ამის კალთას მიეყრდენით, და არა მოგაცდინონ თქვენ ამისთა ზრუნვათა, არამედ ვითარცა მეფესა, სოფელი გამსახურონ და ყოველნი...
არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. მხატვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნიან, ბრძენი აღმზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარია და ადამიანებსაც.
ასწავლეთ ბავშვებს შეიყვარონ სიმართლე რელიგიური მოსაზრებით, ღმერთის სიყვარულით და მორჩილებით. ბავშვმა უნდა შეიყვაროს სიმართლე, რადგან თვით ღმერთს, რომელიც არის მარადიუი და შეუცვლელი სიმართლე, უნდა რომ ჩვენც ვამბობდეთ სიმართლეს, მხო...
იხილეთ სრულად
ასწავლეთ ბავშვებს შეიყვარონ სიმართლე რელიგიური მოსაზრებით, ღმერთის სიყვარულით და მორჩილებით. ბავშვმა უნდა შეიყვაროს სიმართლე, რადგან თვით ღმერთს, რომელიც არის მარადიუი და შეუცვლელი სიმართლე, უნდა რომ ჩვენც ვამბობდეთ სიმართლეს, მხოლოდ ღმერთის რწმენაზე დაფუძნებული სიმართლის სიყვარული გაუძლებს ყოველგვარ გამოცდას.
მოექეცით თქვენს ბავშვებს გულწრფელად და გულახდილად, აჩვენეთ რომ თქვენ მთლიანად ენდობით მათ. დაუჯერეთ ბავშვის სიტყვებს მანამდე, სანამ არ შეა...
არიან მშობლები, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბავშვების აღზრდა სკოლაში წასვლის შემდეგ იწყება. ეს მცდარი შეხედულებაა, ერთ–ერთი თანამედროვე მეცნიერი წერდა, რომ ბავშვის აღზრდა 10 წლის ასაკში მთავრდება. მეორე ბრძენი ამბობდა: „ადამიანი მთელი ...
იხილეთ სრულად
არიან მშობლები, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბავშვების აღზრდა სკოლაში წასვლის შემდეგ იწყება. ეს მცდარი შეხედულებაა, ერთ–ერთი თანამედროვე მეცნიერი წერდა, რომ ბავშვის აღზრდა 10 წლის ასაკში მთავრდება. მეორე ბრძენი ამბობდა: „ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ისეთი, როგორიც იყო 6 წლამდე“. სხვა ბრძენი ამის შესახებ წერდა: „ბავშვი, რომელიც იმსახურებს ცემას 4 წლის ზევით, უკვე ცუდადაა აღზრდილი“.
მხოლოდ სულით ბერებს ახარებთ მონასტრული ცხოვრება, რადგან ეს მათი ბუნებაა, ეს მათი ცხოვრებაა. მათ სიძნელე და იწროებანი არ აფრთხობს და მედგრად მიიწევენ წინ სულიერ საფეხურებზე.
მონასტერში დღეში ერთხელ უნდა ჭამდე მწუხრით-მწუხრად და მუდამ მარხვაში გეთვლება, რაც უნდა ჭამო - ასე უმჯობესია, წმიდა მამებმა დაადგინეს. გარდამეტებული მარხვა კი - ეშმაკისაა.
არასოდეს იმართლო თავი, არაფერი გააკეთო შენი ნებით.
ესე არს გზა მონაზონებისა
- მოყმობა მუცლისა;
- ზედგომა ღამე ყოველ გალობითა;
- სმა წყლითა სასწორითა;
- ნაკლოვანება პურისა;
- დათმენა კდემის...
იხილეთ სრულად
არასოდეს იმართლო თავი, არაფერი გააკეთო შენი ნებით.
ესე არს გზა მონაზონებისა
- მოყმობა მუცლისა;
- ზედგომა ღამე ყოველ გალობითა;
- სმა წყლითა სასწორითა;
- ნაკლოვანება პურისა;
- დათმენა კდემისა ყვედრებისა;
- შეწყნარება ბასრობისა და კიცხევისა;
- მოწყვედა ნებათა თვისთა;
- შეურაცხებასა ზედა უდრტვინველობა;
- ჭირთა მოთმენა;
- გინებათა თავსდება;
- ძვირის ხილვათა ტვირთვა
- შეურაცხებასა ზედა არა განრისხება და თუ მოგვიხვეჭვდეს მივუტეოთ უსიტყველად...