ქრისტიანობაში სწორედ სათავეები უნდა ეძებოს ჭეშმარიტების პოვნის მსურველმა, იმ წყაროს უნდა მიაგნოს, რომელიც პირველქმნილი მადლით ავსებს მის მიმღებთ და შეურყვნელად იცავს მაცხოვრის სწავლებას. მადლობა ღმერთს, ჩვენი ქვეყანა უკვე 2000 ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობაში სწორედ სათავეები უნდა ეძებოს ჭეშმარიტების პოვნის მსურველმა, იმ წყაროს უნდა მიაგნოს, რომელიც პირველქმნილი მადლით ავსებს მის მიმღებთ და შეურყვნელად იცავს მაცხოვრის სწავლებას.მადლობა ღმერთს, ჩვენი ქვეყანა უკვე 2000 წელია ამ წყაროსაა დაწაფებული და უხვად საზრდოობს მისი მაცოცხლებელი ძალით.
ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს სექტების დამღუპველი მოქმედების შესახებ და იმის თაობაზეც, რომ თუ სახელმწიფომ დროულად არ მიიღო გადამჭრელი ზომები, ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება. შედეგი კი ჯერ არ ჩანს.
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: "თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგ...
იხილეთ სრულად
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: "თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგავსი ურთიერთობა. იგი იყო ჩემთან, თუ მე ვიყავი მასთან, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ის მამხნევებდა და სიცოცხლის ძალით მავსებდა, რათა კვლავ შემეგრძნო მისი იდუმალი მყოფობა. მე მას აღვიქვამდი, როგორც და...
ხელისუფალთა სიბრძნე, უპირველეს ყოვლისა, იმაშია, რომ შეძლონ, შეინარჩუნონ საზოგადოების სიჯანსაღე, რაც ღირებულებების სწორად შეფასებას, სწორ აზროვნებას და სახელმწიფოს განვითარების სწორ ორიენტაციას გულისხმობს.
მთელი სამყარო თაყვანსა სცემს ღვთის დიდებასა და მოწყალებას, რამეთუ დაიხსნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, დაითრგუნა სიკვდილი და ჩვენც წმიდა პავლე მოციქულთან ერთად ვხმობთ: "სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი" (...
იხილეთ სრულად
მთელი სამყარო თაყვანსა სცემს ღვთის დიდებასა და მოწყალებას, რამეთუ დაიხსნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, დაითრგუნა სიკვდილი და ჩვენც წმიდა პავლე მოციქულთან ერთად ვხმობთ: "სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი" (I კორ. 15,55).