აქამდე არიან მონაზვნები, რომლებიც განიცდიან სიყვარულს ღმერთის მიმართ და მიისწრაფიან მისკენ დღე და ღამე. ისინი ეხმარებიან მსოფლიოს ლოცვით, მაგრამ ეს ზრუნვა უფრო მეტად თავს აწევთ ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც ისეთ დიდ მადლს ატარებენ,...
იხილეთ სრულად
აქამდე არიან მონაზვნები, რომლებიც განიცდიან სიყვარულს ღმერთის მიმართ და მიისწრაფიან მისკენ დღე და ღამე. ისინი ეხმარებიან მსოფლიოს ლოცვით, მაგრამ ეს ზრუნვა უფრო მეტად თავს აწევთ ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც ისეთ დიდ მადლს ატარებენ, რომ ადამიანებს რომ შეეძლოთ ამ მადლის დიდების დანახვა, მთელი მსოფლიო განცვიფრდებოდა, მაგრამ უფალმა დაფარა ეს მადლი, რათა მსახურნი მისი არ გაამაყებულიყვნენ, არამედ მორჩილებით გადაერჩინათ თავი.
ადგილი კი არ გვძენს სიწმინდეს, არამედ – ცხოვრების წესი. შეიძლება წმინდა მთაზე იყო, მაგრამ აზრით – მის გარეთ, ხალხში. შეიძლება ფიზიკურად ხალხში იყო, მაგრამ აზრით – ათონზე. თუ შენ ნამდვილი ბერი ხარ, სადაც არ უნდა იყო, ათონი შენთვის ...
იხილეთ სრულად
ადგილი კი არ გვძენს სიწმინდეს, არამედ – ცხოვრების წესი. შეიძლება წმინდა მთაზე იყო, მაგრამ აზრით – მის გარეთ, ხალხში. შეიძლება ფიზიკურად ხალხში იყო, მაგრამ აზრით – ათონზე. თუ შენ ნამდვილი ბერი ხარ, სადაც არ უნდა იყო, ათონი შენთვის ყველგანაა.
ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისათვის ადგილი ...
იხილეთ სრულად
ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისათვის ადგილი არ რჩება. და თუ არ არის მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბერი, რომ სულიერად იცხოვროს, ყველაფერი ამაო იქნება. წმიდა მთაზე ამბობენ, რომ ამგვარი სულიერი ცხოვრება ბაღის საფრთხობელას ჰგავს: ბერი, რომელიც ასეთ სულიერ ცხოვრებ...
ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო. ეს ნიშნავს, რიმ იგი გზას მსხვერპლისთვის შეუდგა. ბერს არ აქვს ერისკაცების მოვალეობები, ამიტომ...
იხილეთ სრულად
ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო. ეს ნიშნავს, რიმ იგი გზას მსხვერპლისთვის შეუდგა. ბერს არ აქვს ერისკაცების მოვალეობები, ამიტომაც მან აუცილებლად უნდა განავითაროს თავის თავში თავგანწირვა. ერისკაცი არ აპირებდა ქრისტესთვის სიკვდილს, და, გარდა ამისა, მას საერო მოვალეობებიც აქვს: ის ზრუნავს თავის ოჯახზე, შვილებზე, ამიტომ მას ისე მკაცრად არ მოეთხოვება...
ბერი – მლოცველია მთელი სამყაროსათვის; იგი ტირის მთელ სამყაროზე და ამაში მდგომარეობს მისი მთავარი საქმე. ვინ აიძულებს მას იტიროს სამყაროსათვის? აიძულებს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა. იგი აძლევს ბერს სულიწმიდის სიყვარულს და ამ სიყვა...
იხილეთ სრულად
ბერი – მლოცველია მთელი სამყაროსათვის; იგი ტირის მთელ სამყაროზე და ამაში მდგომარეობს მისი მთავარი საქმე. ვინ აიძულებს მას იტიროს სამყაროსათვის? აიძულებს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა. იგი აძლევს ბერს სულიწმიდის სიყვარულს და ამ სიყვარულისაგან ბერის გული ყოველთვის მწუხარებს ხალხზე, იმიტომ, რომ ყველა როდი გადარჩება. თვითონ უფალი ისე იყო დამწუხრებული ხალხზე, რომ ხალხისთვის ჯვარზე ეცვა.
ბერი ზრუნავს საკუთარ ცხოვნებაზე და ყოველთა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ცხონებაზე. ნამდვილი, საღვთო სიყვარული ბერისათვის იფარება საკუთარი სულის ხსნის ტკივილში და მთელი სამყაროს ხსნის ტკივილში. ბერის ღვთისადმი მიძღვნილი სული შეეწევა არ...
იხილეთ სრულად
ბერი ზრუნავს საკუთარ ცხოვნებაზე და ყოველთა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ცხონებაზე. ნამდვილი, საღვთო სიყვარული ბერისათვის იფარება საკუთარი სულის ხსნის ტკივილში და მთელი სამყაროს ხსნის ტკივილში. ბერის ღვთისადმი მიძღვნილი სული შეეწევა არა მხოლოდ თავისი ახლობლების ცხონებას, არამედ – თანამემამულეებისაც.
ბერ–მონაზვნური ცხოვრება ფარული, მადლმოსილი მოწამეობაა. ყოველი სული, ვინც ბერ–მონაზვნურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი, ხანგრძლივი მარტვილობის გზას ირჩევს, უარს ამბობს მიწიერ და ხორციელ სიამოვნებაზე. ჭეშმარიტი ბერის მთავარი ნიშანი – ვინც ...
იხილეთ სრულად
ბერ–მონაზვნური ცხოვრება ფარული, მადლმოსილი მოწამეობაა. ყოველი სული, ვინც ბერ–მონაზვნურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი, ხანგრძლივი მარტვილობის გზას ირჩევს, უარს ამბობს მიწიერ და ხორციელ სიამოვნებაზე. ჭეშმარიტი ბერის მთავარი ნიშანი – ვინც ხსნისთვის ნამდვილ ხელოვნებას მიმართა, – უცნობად დარჩენაა, ე.ი. ნებაყოფლობით დამალვა ბერ–მონაზვნურ უჩინარობაში, სრული გაქრობა იესო ქრისტეს მორჩილებაში.