ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკ...
იხილეთ სრულად
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.
უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.
ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელ...
იხილეთ სრულად
ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელსაც მეყსეულად მარადიული სიკვდილისაკენ მივყავართ. მაგრამ ბრძენმა შემოქმედმა ურჩობის სულზე მეტი იცოდა. მან გადაწყვიტა, ადამიანთა მოდგმა გაემრავლებინა, რათა მათ შესძლებოდათ, ერთმანეთში გაენაწილებინათ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე...
რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვისა; ისევე როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შიში იპყრობს.
მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან.
ვაი მთვარეულს, რომელიც მეტისმე...
იხილეთ სრულად
რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვისა; ისევე როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შიში იპყრობს.
მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან.
ვაი მთვარეულს, რომელიც მეტისმეტად გვიან გამოფხიზლდება, როდესაც ფეხები უკვე უსხლტება ღრმა უფსკრულის პირას; რამეთუ გამოფხიზლება მხოლოდ დაამოწმებს მის ვარდნას უფსკრულში.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა გა...
იხილეთ სრულად
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა განსჯა რომ კმაროდეს, მაგრამ ისინი იბერებიან და დემონურ ზომებს აღწევენ!
არა ცილი სწამო (ლუკ. 18, 20; იხ. გამოსვლ. 20, 16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე - ძველსა და ახალ აღთქმაში. ხუმრობა არ არის მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის ქუდმოხდილი წარსდგე ჯვრისა დ...
იხილეთ სრულად
არა ცილი სწამო (ლუკ. 18, 20; იხ. გამოსვლ. 20, 16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე - ძველსა და ახალ აღთქმაში. ხუმრობა არ არის მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის ქუდმოხდილი წარსდგე ჯვრისა და სახარების პირისპირ და წამოიძახო: "ცოცხალ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ, რომ ეს ჭეშმარიტება სიცრუეა", ანდა: "ეს სიცრუე ჭეშმარიტებაა და, დაე, ჩემი სიმართლისამებრ მომაგოს უფალმა!" გასაკვირი არაა, რომ ღმერთი ჭეშმარიტებისა ...
პატიოსანი შრომით შეიძლება როგორც გამდიდრება, ასევე გაღარიბებაც. მაგრამ, როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, იგი ცხოვრობს არა ქრისტიანული, არამედ წარმართული მრწამსით, რო...
იხილეთ სრულად
პატიოსანი შრომით შეიძლება როგორც გამდიდრება, ასევე გაღარიბებაც. მაგრამ, როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, იგი ცხოვრობს არა ქრისტიანული, არამედ წარმართული მრწამსით, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავისი საფულის წონით განიზომება. ქრისტე მიტომაც ავიდა გოლგოთაზე და ეცვა ჯვარს, რათა აღმოეფხვრა ეს ბარბაროსული საზომი და დაემკვიდრებინა ახალი - სულიერი და ზნეობრივი
შობა - პირველი ქრისტიანული დღეა სიკეთისა, რომელმაც თავისი შუქით გაანათა ძენი ადამიანისანი და მათ სულებში სიხარული შემოიტანა, პირველი ტკბილი დღე უღმერთოობის მრავალი მწარე დღის შემდგომ.
შობა - კეთილი დღე, ქრისტეს მიერ განცხადებული, მარადიული ცხოვრების გამოცდაა. ამ დღემდე ქვეყანაზე მხოლოდ ნამცეცები ცვიოდნენ, რათა ხალხისათვის ზეციური სერობის შესახებ შეეხსენებინათ. ადამიანები ციებ-ცხელებიანებივით იტაცებდნენ მათ, არ ...
იხილეთ სრულად
შობა - კეთილი დღე, ქრისტეს მიერ განცხადებული, მარადიული ცხოვრების გამოცდაა. ამ დღემდე ქვეყანაზე მხოლოდ ნამცეცები ცვიოდნენ, რათა ხალხისათვის ზეციური სერობის შესახებ შეეხსენებინათ. ადამიანები ციებ-ცხელებიანებივით იტაცებდნენ მათ, არ უწყოდნენ, თუ საიდან ან ვისგან იყო ისინი. ქრისტე ქვეყნად მოვიდა, რათა ხალხისათვის ეჩვენებინა დაუსრულებელი სერობა სიცოცხლისა და მარადიულ ნადიმზე მიეწვია ყველა. ხოლო, ვინც მიწვევა მიიღო და ირწმუნა უცოდველი, ცხოვრების სიხარუ...
შობა - კეთილი დღე უპირველესად იმ მიზეზითაა, რომ ამ დღეს ქვეყნად კეთილი მეფე მოვიდა. ქალაქები შენობათა და ძეგლთა ქვის მემატიანეებში იმ დღეებს აღნიშნავენ, როცა ისინი მიწიერმა მეფეებმა მოინახულეს. ჩვენ კი საკუთარ გულებში ზეციური მეფი...
იხილეთ სრულად
შობა - კეთილი დღე უპირველესად იმ მიზეზითაა, რომ ამ დღეს ქვეყნად კეთილი მეფე მოვიდა. ქალაქები შენობათა და ძეგლთა ქვის მემატიანეებში იმ დღეებს აღნიშნავენ, როცა ისინი მიწიერმა მეფეებმა მოინახულეს. ჩვენ კი საკუთარ გულებში ზეციური მეფის მიერ მონახულების დღეს ჩავწერთ. ხე დალპება, ქვა დაიშლება, ხოლო ის, რაც გულში ინახება, დასძლევს სიკვდილს და მარადიულობას შეერთვის. წმიდა ადამანები ქრისტეს სახელს ისევე ბუნებრივად ახსენებენ, როგორც სუნთქავენ. როდესაც წმიდ...
შობა - კეთილი დღეა ქრისტეში გამჟღავნებული სიყვარულის გამო. "იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაითა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთვის, ყოველმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი (ქრისტე) იცნეს" (1 იოან. 3, 1) - წერს ქრისტ...
იხილეთ სრულად
შობა - კეთილი დღეა ქრისტეში გამჟღავნებული სიყვარულის გამო. "იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაითა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთვის, ყოველმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი (ქრისტე) იცნეს" (1 იოან. 3, 1) - წერს ქრისტეს თვითმხილველი. უფლის მოვლინებამდე კაცთა მოდგმამ არ უწყოდა მამის სიყვარულის შესახებ შვილებისადმი და შვილებისა მამისადმი, მაგრამ ჩვენს სამყაროში მხოლოდშობილი უფლის ძის დაბადებით ადამიანებს მასზე და მის ერთიან ზეციურ მამა...