წმიდა ზიარების წინ სათქმელ ლოცვებში არაერთხელ არის გამოთქმული ეკლესიის დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ყოველ წირვაზე იესო ქრისტე ასრულებს საიდუმლო სერობას და, როგორც მაშინ თავის მოციქულებს, ისე ჩვენც მოგვიწოდებს: "მიიღეთ და ჭ...
იხილეთ სრულად
წმიდა ზიარების წინ სათქმელ ლოცვებში არაერთხელ არის გამოთქმული ეკლესიის დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ყოველ წირვაზე იესო ქრისტე ასრულებს საიდუმლო სერობას და, როგორც მაშინ თავის მოციქულებს, ისე ჩვენც მოგვიწოდებს: "მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი... და ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მთ. 26. 26,28). სამწუხაროდ, ჩვენ, მცირედმორწმუნეობის, ან სულიერი სიბრმავის გამო,...
ემსგავსეთ ფუტკარს, - გვასწავლის პაისი ათონელი, - რომელიც მხოლოდ ყვავილებს ხედავს და აგროვებს სიტკბოს თაფლისთვის, და არა ბუზს, რომელიც ნაგავს და ათასგვარ სიბინძურეს ეძებს და იმით იკვებება.
უფალთან მიმართებაში მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანები არიან; ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება.
შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი.
გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან.
ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლომდგომი და მთელი კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი შუამდგომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია; ბედნიერია ჩვენი ერი, რომ საქართველო მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება.