მართალია, ეკლესია - ტაძარი მარადისობის სამკვიდრებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მარტო მარადიულის, სულის უკვდავების საქმეს გვასწავლიდეს, არამედ იმასაც გვამცნებს, თუ როგორ უნდა გავატაროთ წარმავალი წუთისოფელი, რომ ნაკლები წ...
იხილეთ სრულად
მართალია, ეკლესია - ტაძარი მარადისობის სამკვიდრებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მარტო მარადიულის, სულის უკვდავების საქმეს გვასწავლიდეს, არამედ იმასაც გვამცნებს, თუ როგორ უნდა გავატაროთ წარმავალი წუთისოფელი, რომ ნაკლები წყლულება მოგვეახლოს, ნაკლები ცოდვები შევიძინოთ და დროზე განვიწმიდნეთ მათგან ეკლესიის წმიდა ლოცვებით.
ის სულიერი თუ ეროვნული საგანძური, რომელიც შექმნა საქართველოს ეკლესიამ, მთლიანად დაყრდნობილია ეკლესიის ქადაგებაზე, ჩვენს რწმენაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე. ამასთან, იგი გამოვლინდა ჩვენს აზროვნებაში, ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებაში.
...
იხილეთ სრულად
ის სულიერი თუ ეროვნული საგანძური, რომელიც შექმნა საქართველოს ეკლესიამ, მთლიანად დაყრდნობილია ეკლესიის ქადაგებაზე, ჩვენს რწმენაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე. ამასთან, იგი გამოვლინდა ჩვენს აზროვნებაში, ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებაში.
განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია დღეს საქართველოს ეკლესიას. დღეს, როცა მიმდინარეობს კაცთა მოდგმის სულიერი და ზნეობრივი დეგრადაცია, საშინელი დაცემა. სწორედ ამ დროს უნდა უქადაგოს ეკლესიამ თავის მრევლს, რომ მტკიცედ ...
განათლებული ადამიანი შეიძლება ღვთისმოსავი არ იყოს, მაგრამ რადგანაც ადვილად შეუძლია საგნებსა და მოვლენებში გაერკვეს, იგი მცირეოდენი სიმდაბლისა და მცირეოდენი ღვაწლის საშუალებითაც მიაღწევს წარმატებას.
ადამიანებს საკუთარი ჭკუის „დამუხრუჭება“ რომ შეეძლოთ, არა მარტო გონება ექნებოდათ დასვენებული და დაწმენდილი, არამედ საღმრთო მადლიც უფრო ადვილად მოვიდოდა მათთან. ცოდნა საღმრთო განათლების გარეშე კატასტროფად გვევლინება, ადამიანი ღვთისა...
იხილეთ სრულად
ადამიანებს საკუთარი ჭკუის „დამუხრუჭება“ რომ შეეძლოთ, არა მარტო გონება ექნებოდათ დასვენებული და დაწმენდილი, არამედ საღმრთო მადლიც უფრო ადვილად მოვიდოდა მათთან. ცოდნა საღმრთო განათლების გარეშე კატასტროფად გვევლინება, ადამიანი ღვთისაგან განიწმინდება – საკუთარ თავზე სულიერი მუშაობის, მოღვაწეობის შედეგად. მას საღმრთო განათლება აქვს, ღმერთში ცხოვრების გამოცდილება და არა – თავისი პირდი აზრები. ამიტომ ის შორს იყურება. ბეცი ადამიანი ახლოს კარგად ხედავს, მ...
ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ არა მხოლოდ არ გამოამჟღავნებს მის ნაკლოვანებებს, არამედ პირიქით, რამდენადაც შესაძლებელია, ცდილობს, დაფაროს ისინი სხვა ადამიანების თვალთაგან.
თ. 4, 8
ცხონებისთვის არ არსებობს უფრო საიმედო გზა, ვიდრე ის, რომ საკუთარი გულისსიტყვები სულიერი განსჯის მქონე მამებს გავუმხილოთ და ვიყოლიოთ ისინი სათნოებათა მოხვეჭის გზაზე ხელმძღვანელად, არ მივდიოთ საკუთარ გულისსიტყვასა და განსჯას.
ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწვრთნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთ აღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრა მადლისა და სიკეთისათვის ...
იხილეთ სრულად
ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწვრთნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთ აღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრა მადლისა და სიკეთისათვის ბევრად დამოკიდებულია საღვთო წერილის კარგად წაკითხვაზედ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეკლესია სახლია ღვთისა, საც ახლხი თავს იყრის, რომ მღვდელმსახურთა წინამძღვრობით ერთად ილოცონ, ერთად ევედრონ, ერთად იგემონ ის წყნარი და უცოდველ...
ქადაგება, სწავლება ხომ სულიერი საზრდოა ისე როგორც წმიდა ზიარება და სხვანი. ზოგი მეტი მადლის მომტანია, ზოგი ცოტასი, მაგრამ სიკეთის მომტანია ადამიანისათვის ყოველივე რაც ეკლესიაში გეძლევათ.
როდესაც ვამბობთ – განათლებული ადამიანი – ჩვენ აქ სულიერად განათლებულ, სულიერად ზრდასრულ ადამიანს ვგულისხმობთ. მე შევნიშნე რომ, როგორც უსწავლელი კაცი შეიძლება იყოს ძალიან ამპარტავანი, ან ძალიან მდაბალი, ასევე ნასწავლი კაციც შეიძლებ...
იხილეთ სრულად
როდესაც ვამბობთ – განათლებული ადამიანი – ჩვენ აქ სულიერად განათლებულ, სულიერად ზრდასრულ ადამიანს ვგულისხმობთ. მე შევნიშნე რომ, როგორც უსწავლელი კაცი შეიძლება იყოს ძალიან ამპარტავანი, ან ძალიან მდაბალი, ასევე ნასწავლი კაციც შეიძლება იყოს ძალიან მდაბალი. ანუ საფუძველი ყოველივესი შინაგან განათლებულობაშია. ეს ისაა, რის შესახებაც ბასილი დიდი ამბობს: „ყველაზე მნიშვნელოვანია მაღალი ადგილი გეკავოს და სიმდაბლით სიბრძნისმეტყველებდე“.
ის, ვინც გამუდმებით ცოდნით ივსებს გონებას და ამასთან, ღვთისაგან დაშორებით ცხოვრობს, ბოლოს და ბოლოს საკუთარ გონებას ორლესულ მახვილად აქცევს. და მაშინ, როცა ერთი პირით იგი საკუთარ თავს ასახიჩრებს, მეორეთი – თავისი გონივრული, ყოველგვ...
იხილეთ სრულად
ის, ვინც გამუდმებით ცოდნით ივსებს გონებას და ამასთან, ღვთისაგან დაშორებით ცხოვრობს, ბოლოს და ბოლოს საკუთარ გონებას ორლესულ მახვილად აქცევს. და მაშინ, როცა ერთი პირით იგი საკუთარ თავს ასახიჩრებს, მეორეთი – თავისი გონივრული, ყოველგვარი შენიშვნის შეუწყნარებელი ადამინური გადაწყვეტილებებით ჭრილობას აყენებს ადამიანებს. ადამიანური ცოდნა მაშინ მოიტანს სარგებლობას, როდესაც ის განათლდება, საღმრთო გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ადამიანური ხრიკებია, განს...