ქრისტე აღდგა! "სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრი...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!"სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (წმიდა იოანე ოქროპირი).დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!
"იყავით ბრძენნი, რომ იყოთ ღმერთთან და პასექის ზეიმის სიხარული არასოდეს დაგტოვებთ თქვენ", - ბრძანებს თეოფანე დაყუდებული. დღეს მსოფლიო არამიწიერ, უჩვეულო სიხარულს მოუცავს. იგი არ ექვემდებარება არც ანალიზს, არც რაიმე განსაზღვრებას...
იხილეთ სრულად
"იყავით ბრძენნი, რომ იყოთ ღმერთთან და პასექის ზეიმის სიხარული არასოდეს დაგტოვებთ თქვენ", - ბრძანებს თეოფანე დაყუდებული.დღეს მსოფლიო არამიწიერ, უჩვეულო სიხარულს მოუცავს. იგი არ ექვემდებარება არც ანალიზს, არც რაიმე განსაზღვრებას. იგია მადლი, რომელიც უხვად იღვრება უფლის კალთიდან და აღავსებს ყოველი მართლმორწმუნის სულს. ამ სიხარულის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. იგი ეფინება ეკლესიის სრულ სისავსეს და ყველას მშვიდობითა და სიყვარულით აერთიანებს.
დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ! მისი ძალის დაფარვა ს...
იხილეთ სრულად
დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ!მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებით გაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგანქრისტე აღდგა!
ქრისტეს აღდგომის მადლით, სიხარულითა და სიყვარულით შეერთდა დღეს ცა და დედამიწა და ჩვენც ანგელოზთა თანა ვუგალობთ უფალს: "წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა. ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომის მადლით, სიხარულითა და სიყვარულით შეერთდა დღეს ცა და დედამიწა და ჩვენც ანგელოზთა თანა ვუგალობთ უფალს: "წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა. ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა".ყველას გილოცავთ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დიად ზეიმს და გახარებთ მარადიული სიხარულის მომნიჭებელ სიტყვებს:ქრისტე აღდგა!
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !აღდგომილი უფალი დღეს შედის ყოველ სახლში და რეკს კარზე ჩვენი გულისა, რათა მოგვმადლოს მშვიდობა და სიხარული, რაც ასე მტკივნეულად გვაკლია და რასაც ვესწრაფვით. ყური მიუპყარ, შვილო ჩემო, ამ...
იხილეთ სრულად
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !აღდგომილი უფალი დღეს შედის ყოველ სახლში და რეკს კარზე ჩვენი გულისა, რათა მოგვმადლოს მშვიდობა და სიხარული, რაც ასე მტკივნეულად გვაკლია და რასაც ვესწრაფვით. ყური მიუპყარ, შვილო ჩემო, ამ მშვიდ ხმას, განმარტოვდი მასთან და გულისხმაჰყავ ყოველი. იგი მოვიდა შენთან. ის შენს გვერდითაა; გაუღე გული, რათა დაივანოს იქ და გაგათბოს თვისითა ღვთაებრივითა სიყვარულითა.
აღდგა დაკარგული ერთობა ღმერთთან, აღდგა სასოება და იმედი კაცთა, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა და გამოჩნდა გზა მარადიული ნეტარებისა; მდიდართ და გლახაკთ, ბრძენთ და უსწავლელთ, ხანდაზმულთა და ყრმათ, - ყველას უხმობს უფალი სიხარულის ტრაპეზ...
იხილეთ სრულად
აღდგა დაკარგული ერთობა ღმერთთან, აღდგა სასოება და იმედი კაცთა, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა და გამოჩნდა გზა მარადიული ნეტარებისა; მდიდართ და გლახაკთ, ბრძენთ და უსწავლელთ, ხანდაზმულთა და ყრმათ, - ყველას უხმობს უფალი სიხარულის ტრაპეზზე, რათა მიაგოს თითოეულს ღირსებისაებრ მათისა. "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი" (რომ. 4,7).
ქრისტე აღდგა! აღდგა ერთობა ღმერთთან და გაიხსნა კარი მარადიული სიხარულისა. ქრისტე აღდგა! იხარებს და იშვებს ცა და დედამიწა, ანგელოზთა დასი და კაცთა ნათესავი, სამყარო ხილული და უხილავი. ქრისტე აღდგა! სიცოცხლე მეფობს, რ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!აღდგა ერთობა ღმერთთან და გაიხსნა კარი მარადიული სიხარულისა.ქრისტე აღდგა!იხარებს და იშვებს ცა და დედამიწა, ანგელოზთა დასი და კაცთა ნათესავი, სამყარო ხილული და უხილავი.ქრისტე აღდგა!სიცოცხლე მეფობს, რამეთუ უჭკნობ ნეტარებას მივემთხვიეთ.მოვედით და შევსვათ წყარო უხრწნელებისა, ვიხმიოთ პური საზეპურო, ტრაპეზი – სამეუფო.
დღეს ტარიგი უფლისა საზეპურო სუფრაზე გვიხმობს და არა აქვს გარჩევა მდიდრისა და გლახაკისა, უბირისა და განსწავლულისა, ყრმისა და ხანდაზმულისა; ტრაპეზი გაშლილია და ლხინი განმზადებული. მიწვეულია ყველა, ვინც გააცნობიერა ამქვეყნიური ცხო...
იხილეთ სრულად
დღეს ტარიგი უფლისა საზეპურო სუფრაზე გვიხმობს და არა აქვს გარჩევა მდიდრისა და გლახაკისა, უბირისა და განსწავლულისა, ყრმისა და ხანდაზმულისა; ტრაპეზი გაშლილია და ლხინი განმზადებული.მიწვეულია ყველა, ვინც გააცნობიერა ამქვეყნიური ცხოვრების აზრი, ვინც მადლიერებით მიიღო იესოს გამომხსნელობითი ღვაწლი და ნათლობით ქრისტესთან შეერთებულს სურს, მასთან ერთად აღდგომა;