როცა ეშმაკის არსებობას უარყოფ, ამით უარყოფ მრავალ სახარებისეულ ჭეშმარიტებას. არ გჯერა, რომ ეშმაკი ქრისტეს აცდუნებდა, რომ ქრისტე განდევნიდა ეშმაკს კაცთაგან და მან დაამხო ეშმაკის ბატონობა ადამიანებზე. რადგან უფლის უსაყვარლესი მოწაფე...
იხილეთ სრულად
როცა ეშმაკის არსებობას უარყოფ, ამით უარყოფ მრავალ სახარებისეულ ჭეშმარიტებას. არ გჯერა, რომ ეშმაკი ქრისტეს აცდუნებდა, რომ ქრისტე განდევნიდა ეშმაკს კაცთაგან და მან დაამხო ეშმაკის ბატონობა ადამიანებზე. რადგან უფლის უსაყვარლესი მოწაფე წმიდა იოანე ამტკიცებდა, რომ ქრისტე დედამწაზე იმისათვის მოვიდა, რომ ეშმაკის ძალაუფლება დაემხო, იგი ამბობდა: „ამისათვის გამოცხადნა ძე ღმრთისაი, რაითა დაარღვივნეს საქმენი ეშმაკისანი“ (1 იოან. 3, 8).
როცა ეშმაკი ნახავს, რომ გონებამ გულით ილოცა, მაშინ უდიდეს და ვერაგულად დახლართულ ცდუნებებს მიმართავს და სურს, დიდი თავდასხმებით გაანადგუროს მცირე სათნოებები.
როცა ეშმაკი ნახავს ადამიანს, რომელიც საჭიროების გარეშე ეწევა ხორციელ საქმეებს, თავდაპირველად გონივრულად შეცნობის უნარს მოსტაცებს, როგორც ნადავლს, შემდეგ კი თითქოს თავს ჰკვეთს, ღმერთის იმედს წაართმევს.
როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერიც – ეშმაკიც უმალ გაიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა–ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლთაც დავღვრით.
რადგან კაცთა მოდგმას სამი მტერი ებრძვის: ეშმაკი, ჩვენი საკუთარი ბუნება და ჩვევა. ამის გარდა სხვა ომი არ არსებობს.
ამრიგად, თუ ეშმაკს მოაცილებ, რომელიც მთელ კაცობრიობას აწვალებს, მაშინ ჩვენ ყველანი კარგები ვიქნებით. აი, ვის უ...
იხილეთ სრულად
რადგან კაცთა მოდგმას სამი მტერი ებრძვის: ეშმაკი, ჩვენი საკუთარი ბუნება და ჩვევა. ამის გარდა სხვა ომი არ არსებობს.
ამრიგად, თუ ეშმაკს მოაცილებ, რომელიც მთელ კაცობრიობას აწვალებს, მაშინ ჩვენ ყველანი კარგები ვიქნებით. აი, ვის უნდა მიაწერო უსამართლობა. იგი უნდა გძულდეს, მას განიკითხავდე და ბოლომდე მტრად გეგულებოდეს.
ნუ გაიკვირვებ თუ სხვები შენს აზრს არ ეთანხმებიან. უფლის სიტყვებიდან ვიცით, რომ ეშმაკი ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე და გონებას უბნელებს, რათა ვერ დაინახოს რა არის მისთვის სიკეთე და არ შეისმინოს ღვთის მცნება.
ჰოი, სიმთვრალე, წარმწყმედელი კაცთა, რომლისათვის იტყვის მოციქული პავლე: “მემთვრალეთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა, მემთვრალენი მუნ სასუფეველსა განეშორებიან და ამის სოფლისა სიმდიდრესა, რამეთუ არავინ მემთვრალეთაგანმან აღაშენა სახლ...
იხილეთ სრულად
ჰოი, სიმთვრალე, წარმწყმედელი კაცთა, რომლისათვის იტყვის მოციქული პავლე: “მემთვრალეთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა, მემთვრალენი მუნ სასუფეველსა განეშორებიან და ამის სოფლისა სიმდიდრესა, რამეთუ არავინ მემთვრალეთაგანმან აღაშენა სახლი სიმდიდრითა, არამედ აღავსო სახლი ვახშითა და სიგლახაკითა”.
მემთვრალე მიზეზობს და იტყვის სტუმართმოყვარობასა და უცხოთშეწყალებასა.
არა, ძმაო, არა არს მემთვრალობა სტუმართა და მოყვასთა მოყვარება, არამედ ფრიადი სიძულვილი. ვინა...
ჰეე, ღმერთმან დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, საკურნებელად და ხორცთა სასიმრთელოდ, არათუ სამთვრალოდ და გასაშმაგებელად და სასნეულოდ და სასიკვდილოდ. ღმრთისაგან თქვენთვის სიმრთელის წამალსა ესოდენსა შესვამთ, სტომაქმან ვერ დაიტიოს და ს...
იხილეთ სრულად
ჰეე, ღმერთმან დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, საკურნებელად და ხორცთა სასიმრთელოდ, არათუ სამთვრალოდ და გასაშმაგებელად და სასნეულოდ და სასიკვდილოდ. ღმრთისაგან თქვენთვის სიმრთელის წამალსა ესოდენსა შესვამთ, სტომაქმან ვერ დაიტიოს და სენად გარდაგექცესთ და თვით თავისა თვისისა მკვლელნი ბოროტად მოსწყდეთ.
ჰეე, ღვინო დაბადა ღმერთმან ლხინისათვის, არათუ ჭირისათვის. მემეთვრალენი ვინაითდან ლხინად უხმობენ, იგი არათუ ლხინი არს, არამედ უფროისად ჭირი და ვაება. მაშ...
საყვარელნო, ამით სცანთ სიბოროტე მემთვრალობისა, ვინათგან ყოველთავე სჯულთა და წესთა განრყვნის, და ღმრთისა საძულველ არს, და ქრისტეს პატიოსნის სისხლით მოსყიდულსა სულსა თქვენსა ბოყინსა და ნათხევარსა ზედა განჰიყის, და საწუთოსა ამას სოფე...
იხილეთ სრულად
საყვარელნო, ამით სცანთ სიბოროტე მემთვრალობისა, ვინათგან ყოველთავე სჯულთა და წესთა განრყვნის, და ღმრთისა საძულველ არს, და ქრისტეს პატიოსნის სისხლით მოსყიდულსა სულსა თქვენსა ბოყინსა და ნათხევარსა ზედა განჰიყის, და საწუთოსა ამას სოფელსა შინა ესეოდენსა სავაებოსა მოსცემს: დააგლახაკებს, დაასნეულებს, მეფეთა და მოყვასთაგან განაშორებს, საყვარელთა ცოლთა და შვილთა მოაძულებს. ამისსა ფასსა რასა სარგებელს გიყოფს მემთვრალეობა, ანუ რამე კეთილისა ძალუც შეძინებად,...