დაიცავით მადლი ღვთისა: მასთან ადვილია ცხოვრება, ყველაფერი მასთან საყვარელი და სასიხარულოა, სული სიმშვიდითაა ღმერთში და დადის როგორც რომელიმე მშვენიერ ბაღში, რომელშიც ცხოვრობს უფალი და ღვთისმშობელი. მადლის გარეშე ადამიანი – ცოდვილი...
იხილეთ სრულად
დაიცავით მადლი ღვთისა: მასთან ადვილია ცხოვრება, ყველაფერი მასთან საყვარელი და სასიხარულოა, სული სიმშვიდითაა ღმერთში და დადის როგორც რომელიმე მშვენიერ ბაღში, რომელშიც ცხოვრობს უფალი და ღვთისმშობელი. მადლის გარეშე ადამიანი – ცოდვილი მიწაა, ხოლო მადლის ქვეშ მცხოვრები ადამიანი გონებით მსგავსია ანგელოზისა. ანგელოზები გონებით ემსახურებიან ღმერთს და უყვართ იგი, ასევე ადამიანმა გონებით უნდა ემსახუროს, როგორც ანგელოზმა. ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც დღე დ...
გაიხსენეთ, სამოთხეში პირველი შევიდა ავაზაკი, რომელიც მეზვერეზე უარესი იყო: მკვლელიც იყო და სხვა ათასი საშინელი ცოდვის ჩამდენიც, მაგრამ სამოთხეში ის შევიდა პირველი. იმიტომ შეიყვანა უფალმა სამოთხეში, რომ მან თავისი ცოდვიანობა დაინახ...
იხილეთ სრულად
გაიხსენეთ, სამოთხეში პირველი შევიდა ავაზაკი, რომელიც მეზვერეზე უარესი იყო: მკვლელიც იყო და სხვა ათასი საშინელი ცოდვის ჩამდენიც, მაგრამ სამოთხეში ის შევიდა პირველი. იმიტომ შეიყვანა უფალმა სამოთხეში, რომ მან თავისი ცოდვიანობა დაინახა, განიცადა და აღიარა კიდეც. უფალს სურს, ჩვენც დავფიქრდეთ, არ დავკმაყოფილდეთ საკუთარი სათნოებებით, არ დავრჩეთ ფარისეველნი, ოღონდ ამ სიტყვის არა თავდაპირველი მნიშვნელობით, არამედ უკვე დღევანდელი გაგებით. ფარისეველი ხომ დღ...
link
საგალობელთა კრებულებზე მუშაობაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს პქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმეჭედი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაშ...
იხილეთ სრულად
საგალობელთა კრებულებზე მუშაობაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს პქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმეჭედი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!
რჩეული, ანუ ცხონებული კაცი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება იყოს: 1) თუ მან შობიდან სიკვდილამდე თავი უბიწოდ დაიცვა, ისე, რომ ცოდვას არასოდეს დამონებია, მაგრამ საღმრთო წერილი ასეთებად მხოლოდ ორს - იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმ...
იხილეთ სრულად
რჩეული, ანუ ცხონებული კაცი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება იყოს: 1) თუ მან შობიდან სიკვდილამდე თავი უბიწოდ დაიცვა, ისე, რომ ცოდვას არასოდეს დამონებია, მაგრამ საღმრთო წერილი ასეთებად მხოლოდ ორს - იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ახენებს. მაცხოვარი ჩვენი უბიწო იყო და ცოდვა არ იცოდა, იმიტომ, რომ მასში კაცობრივი ბუნება ღმრთაებრივთან იყო შეერთებული, ხოლო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, თუმცა ქვეშერდომი იყო ცოდვისა, მაგრამ ღმრთისა განგებით, რამენად...
პირველ მადლს, როგორც ვთქვით, გრძნობა–მოქმედება ჰქვია და იგი განწმენდელია, რადგან მლოცველმა ღმერთაებრივი მოძრაობა–მოქმედება იგრძნო საკუთარ თავში.
მეორეს განმანათლებელი ეწოდება. მისით იღებს ადამიანი ცოდნის ნათელს, აღიყვანება ღ...
იხილეთ სრულად
პირველ მადლს, როგორც ვთქვით, გრძნობა–მოქმედება ჰქვია და იგი განწმენდელია, რადგან მლოცველმა ღმერთაებრივი მოძრაობა–მოქმედება იგრძნო საკუთარ თავში.
მეორეს განმანათლებელი ეწოდება. მისით იღებს ადამიანი ცოდნის ნათელს, აღიყვანება ღმერთის ჭვრეტაში. არა სინათლე, არა წარმოდგენები, არა ხატები, არამედ გონების გაცისკროვნება, გულისსიტყვათა სიწმინდე და ცნებათა სიღრმე. ეს რომ მოვიდეს, მლოცველს უნდა ჰქონდეს სრული მდუმარება და ჰყავდეს უხიბლო მოძღვარი.
მესამე მდგომ...
მადლი უფლისა ძალას აძლევს მოყვარულ სულს, რომ უყვარდეს; მიისწრაფის სული ლოცვისაკენ განუწყვეტლივ, ვერ ივიწყებს უფალს ერთი წუთითაც კი. ო, კაცთმოყვარე უფალო, შენ არ დაივიწყე ცოდვილი მონა შენი, მოწყალედ გადმომხედე შენის დიდებიდან და მი...
იხილეთ სრულად
მადლი უფლისა ძალას აძლევს მოყვარულ სულს, რომ უყვარდეს; მიისწრაფის სული ლოცვისაკენ განუწყვეტლივ, ვერ ივიწყებს უფალს ერთი წუთითაც კი. ო, კაცთმოყვარე უფალო, შენ არ დაივიწყე ცოდვილი მონა შენი, მოწყალედ გადმომხედე შენის დიდებიდან და მიუწვდომლად გამომეცხადე მე. მე ყოველთვის გაყენებდი წყენას და გადარდიანებდი შენ; შენ უფალო, სულ მცირე მობრუნებისათვის (გარდაქმნისათვის) მომეცი მე შემეცნება, შენი უდიდესი სიყვარულისა და უსაზღვრო მადლისა.
მადლი კი, უფრო ნათლად რომ ვთქვათ, დიდი თუ მცირე ნიჭია უკიდეგანო ღმრთაებრივი მდიდრადგაცემიდან, რომელსაც იგი, როგორც სახიერი, გასცემს თავისი უსაზღვრო სიკეთიდან. და ისევ იღებს რა იმას, რასაც ჩვენ მას გვაძლევს მადლიერების გამო, ანუ ღმ...
იხილეთ სრულად
მადლი კი, უფრო ნათლად რომ ვთქვათ, დიდი თუ მცირე ნიჭია უკიდეგანო ღმრთაებრივი მდიდრადგაცემიდან, რომელსაც იგი, როგორც სახიერი, გასცემს თავისი უსაზღვრო სიკეთიდან. და ისევ იღებს რა იმას, რასაც ჩვენ მას გვაძლევს მადლიერების გამო, ანუ ღმრთის შემეცნებას, რომლისგანაც აღმოცენდება განცვიფრება, სიყვარული, მსახურება, გალობა, დიდებისმეტყველება – ყველაფერ ამას იღებს რა, სახიერი მომცემელი, კვლავ მოგვაგებს თავისთაგან თვისს, „შენნი შენთაგან“.
მადლით განწმედის გარეშე ცხონება შეუძლებელია. ისინი, ვინც მხოლოდ კეთილი საქმეების მეშვეობით ცხონებაზე ლაპარაკობენ, ამით ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამენ ამ საქმეებსა და ღვთის ნიჭებს შორის, ეს მაშინ, როცა კეთილი საქმეები მხოლოდ პირობებ...
იხილეთ სრულად
მადლით განწმედის გარეშე ცხონება შეუძლებელია. ისინი, ვინც მხოლოდ კეთილი საქმეების მეშვეობით ცხონებაზე ლაპარაკობენ, ამით ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამენ ამ საქმეებსა და ღვთის ნიჭებს შორის, ეს მაშინ, როცა კეთილი საქმეები მხოლოდ პირობებია სიყვარულის გრძნობის გასავითარებლად, რამდენადაც ღვთისადმი სიყვარული და სიყვარული ადამიანთა მიმართ ერთმანეთისაგან განუყოფელია.
მადლი – ეს ღვთაებრივი ძალაა, რომელიც ღმერთის არსებიდან სამარადისოდ გადმოდინდება და ადამიანს ღვთაებრივი ნათლის ზიარად და ახალ ქმნილებად ხდის. როგორც უკვე ითქვა, მადლი ადამიანთან იმ გზით ბრუნდება, რომლითაც ის წავიდა. სხვა სიტყვებით,...
იხილეთ სრულად
მადლი – ეს ღვთაებრივი ძალაა, რომელიც ღმერთის არსებიდან სამარადისოდ გადმოდინდება და ადამიანს ღვთაებრივი ნათლის ზიარად და ახალ ქმნილებად ხდის. როგორც უკვე ითქვა, მადლი ადამიანთან იმ გზით ბრუნდება, რომლითაც ის წავიდა. სხვა სიტყვებით, ადამიანი იმ ცოდვას უნდა ებრძოლოს, რომლის გამოც მადლი დაკარგა.