რომლისამე სასო-წარკვეთილებას რომ ვხედავ, აქ სხუა იჭვი და შიში შემოვა ჩემის უღირსებისა შორის: ვაი ჩემს უღირსებას, თუ ცოდვისაგან გამოსვლა და ხსნა არ გენებებოდეს! თუ კი ცოდვისაგან განშორება გნებავს, სასო-წარკვეთილების მიზეზი რა უნდა ...
იხილეთ სრულად
რომლისამე სასო-წარკვეთილებას რომ ვხედავ, აქ სხუა იჭვი და შიში შემოვა ჩემის უღირსებისა შორის: ვაი ჩემს უღირსებას, თუ ცოდვისაგან გამოსვლა და ხსნა არ გენებებოდეს! თუ კი ცოდვისაგან განშორება გნებავს, სასო-წარკვეთილების მიზეზი რა უნდა გაქვნდეს? - ვერას მიზეზს ჰპოებ. მაგრამ ცოდვისაგან გამოსვლა არ გნებავს, და რადგან არ გნებავს, ხსნაც შეუძლო არის
როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღ...
იხილეთ სრულად
როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის შენებურად განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი. გახსოვდეს: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის არც ღმერთია მამა“.
მართლმადიდებლობის საფუძველია სარწმუნოების ორი უმთავრესი დოგმატის სიწმიდით აღიარება: ყოვლადწმიდა სამებისა და უფალ იესო ქრისტეს ორბუნებოვანების შესახებ. ჯერ არს წმიდა სამებას შევიმეცნებდეთ შეურევნელს და განუყოფელს, ერთ ღმრთაებას, ერ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობის საფუძველია სარწმუნოების ორი უმთავრესი დოგმატის სიწმიდით აღიარება: ყოვლადწმიდა სამებისა და უფალ იესო ქრისტეს ორბუნებოვანების შესახებ. ჯერ არს წმიდა სამებას შევიმეცნებდეთ შეურევნელს და განუყოფელს, ერთ ღმრთაებას, ერთს სამპიროვან ღმერთს – მამას, ძეს და სულიწმიდას. ხოლო უფალ იესო ქრისტეს დოგმატს ასე ვაღიარებდეთ: განკაცებული ძე ღმერთის ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნებაა, ადამიანური და ღვთაებრივი, რომლებიც შეურევნელად და განუცალკევებლად არიან ...
ერთი საქმეა კეთილკრძალულება, მეორე – გარეგანი ღვთისმსახურება. ასევე განსხვავდება აღმოსავლური მართლმადიდებლური კეთილკრძალულება დასავლურ–ევროპული გარეგნული ღვთისმსახურებისაგან. კეთილკრძალულებას ღვთაებრივი მადლი მართავს, გარეგნულ ღვთ...
იხილეთ სრულად
ერთი საქმეა კეთილკრძალულება, მეორე – გარეგანი ღვთისმსახურება. ასევე განსხვავდება აღმოსავლური მართლმადიდებლური კეთილკრძალულება დასავლურ–ევროპული გარეგნული ღვთისმსახურებისაგან. კეთილკრძალულებას ღვთაებრივი მადლი მართავს, გარეგნულ ღვთისმსახურებას – ადამიანური გონება.
ხოლო იმისათვის, რომ სიყვარული გაჩნდეს და ამოძრავდეს, მცნებები უნდა დაიმარხო. როცა ღამით დგები და ლოცულობ, როცა ხედავ ავადმყოფსა და თანაუგრძნობ, ხედავ ქვრივ–ობლებს, მოხუცებსა და იწყალებ მათ, მაშინ ღმერთს უყვარხარ. და შენც გიყვარს ი...
იხილეთ სრულად
ხოლო იმისათვის, რომ სიყვარული გაჩნდეს და ამოძრავდეს, მცნებები უნდა დაიმარხო. როცა ღამით დგები და ლოცულობ, როცა ხედავ ავადმყოფსა და თანაუგრძნობ, ხედავ ქვრივ–ობლებს, მოხუცებსა და იწყალებ მათ, მაშინ ღმერთს უყვარხარ. და შენც გიყვარს იგი. მას პირველს უყვარხარ და გაღვრის თავის მადლს. და ჩვენც ჩვენსას ჩვენთაგან „შენთა შენთაგან“ ვაძლევთ.
ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არ საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება... ქრისტიანისათვის შეუძლებელია ღვთის წყალობის მოპოვება, თუკი არ შეიცნობს ამ მადლს... სხვა რამ სახითა და საშუალებით ვერავინ იხსნის თავს და ვერავინ ცხონდება. ც...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არ საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება... ქრისტიანისათვის შეუძლებელია ღვთის წყალობის მოპოვება, თუკი არ შეიცნობს ამ მადლს... სხვა რამ სახითა და საშუალებით ვერავინ იხსნის თავს და ვერავინ ცხონდება. ცხონებისათვის ყოვლად აუცილებელია საღმრთო მადლის შეძენა, რომელმაც საბოლოოდ უნდა განაღმრთოს ადამიანი, ანუ ღმერთად აქციოს მადლის მიერ.
შეხედე გონებით, რა ხდება სულში. თუ მადლია მასში, მცირე მაინც, მაშინ იქ მშვიდობაა და იგრძნობა სიყვარული ყველას მიმართ; თუ მადლი დიდია, სულში ნათელი და სიხარულია უდიდესი, ხოლო თუ უფრო დიდია, სხეულიც გრძნობს სულიწმიდის მადლს.
და რომ ყოველი კაცი თავისი გულის საწადელსა და ნდომით სააწრველსა ავათა და ბოროტად არა ხედავს, სცთება და ეს უნებური ცოდვა არის და ადვილად მისატევებელიცა. და თუ ბოროტად ხედავს და თავისის თავის უკადრისად სცნობდეს, არათუ იკადრებს ამ საქ...
იხილეთ სრულად
და რომ ყოველი კაცი თავისი გულის საწადელსა და ნდომით სააწრველსა ავათა და ბოროტად არა ხედავს, სცთება და ეს უნებური ცოდვა არის და ადვილად მისატევებელიცა. და თუ ბოროტად ხედავს და თავისის თავის უკადრისად სცნობდეს, არათუ იკადრებს ამ საქმის მოგონებასა და ქმნასა, არამედ არცაღათუ მიხედავს და იმ თავისის გულის აზრსა არც პირად გამოიღებს და არცფ საქვეყნოდ გამოჰფენს. იმიტომ, რომ სირცხვილი და კაი კაცობის საზრახი შიში კარის მცველებათ უდგანან ნიადაგ, დღე და ღამე,...
მხოლოდ მორწმუნე ადამიანის პატივია, იწოდებოდეს რეალისტად, რადგან სარწმუნოება რეალურად (სინამდვილეში) არსებულის შესახებ მოძღვრებაა, ხოლო რეალიზმი - არსებულის დანახვა. ასე მიგვაჩნია მორწმუნე საზოგადოებას. განმარტოება კი, როგორც სინდი...
იხილეთ სრულად
მხოლოდ მორწმუნე ადამიანის პატივია, იწოდებოდეს რეალისტად, რადგან სარწმუნოება რეალურად (სინამდვილეში) არსებულის შესახებ მოძღვრებაა, ხოლო რეალიზმი - არსებულის დანახვა. ასე მიგვაჩნია მორწმუნე საზოგადოებას. განმარტოება კი, როგორც სინდისიერებასთან შუამდგომელი ერთგვარი საშუალება, ჩვენში საკუთარი თავის შეცნობის სურვილს აღძრავს, თვინიერს ხდის გასასტიკებული სულის სამყაროს და გვათავისუფლებს ილუზიათა საბურველისგან.