იმისათვის, რომ ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდეთ, ქრისტიანული ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ქრისტიანული ცხოვრების წესი სულში მშვიდობასა და სიხარულს დაავანებს და ადამიანს, რომელმაც იგემა ის, აღარ სურს, განშორდეს მა...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდეთ, ქრისტიანული ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ქრისტიანული ცხოვრების წესი სულში მშვიდობასა და სიხარულს დაავანებს და ადამიანს, რომელმაც იგემა ის, აღარ სურს, განშორდეს მათ და მაცხოვრის მიმართ მიისწრაფის (ინ. 7.17)
იესოს რელიგია ურწმუნოთა მხრიდან ამჟამინდელ შეურაცხყოფებზე იზეიმებს ისე, როგორც თავისი მტრების ძველ მრისხანებაზე იზეიმა. იგი იზეიმებს დღევანდელი ცრუბრძნების კალამზე, როგორც უკვე იზეიმა ქრისტიანთი უძველესი მდევნელების ხმალზე.
იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია - ესაა შუქურა, რომლის საძირკველსაც ეხეთქება ტალღები, რომლებიც ხშირად შესამჩნევ ქაფის ფენას ტოვებენ მასზე, თითქოს მათი დარტყმისგან დასანგრევადაა გამზადებული, მაგრამ მის წვერზე ცეცხლი ანთია რომელ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია - ესაა შუქურა, რომლის საძირკველსაც ეხეთქება ტალღები, რომლებიც ხშირად შესამჩნევ ქაფის ფენას ტოვებენ მასზე, თითქოს მათი დარტყმისგან დასანგრევადაა გამზადებული, მაგრამ მის წვერზე ცეცხლი ანთია რომელიც არასდროს ჩაქრება, ბრწყინავს სინათლე, რომელიც არასდროს შესუსტდება.
მაცხოვარმა ბრძანა მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის შესახებ - რომელიც იცავს და ატარებს ქრისტიანულ რელიგიას - რომ თვით "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მთ. 16. 18). ქრისტეს სიტყვები არ გარდავა, თუნდაც რომ ზეცა და მიწა წარხდეს.
"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ...
იხილეთ სრულად
"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ ცრუ თეორიების ყველა სხვა ბოლო დროინდელ მცდელობას, ამოეძირკვათ კაცობრიობის რწმენა მისი ღვთაებრივი მეუფისა და მაცხოვრის მიმართ.
ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისავის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის, გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწ...
იხილეთ სრულად
ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისავის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის, გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფენ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა, ის მკვდარია ღვთისთვის და საშინელი განსჯის დღეს მას უბრძანებს უფალი: "ვიცნი საქმენი შენნი; რამეთუ არცა გრილ ხარ და არცა ტფილ! არამე...
შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ...
იხილეთ სრულად
შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ცოცხალმა არსებამ ჰაერის ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის გარეშე იცხოვროს.