ასეთ სიტყვასაც გეტყვით: მორჩილების ტვირთი მიჩნეულია სხვა სათნოებათა შედეგად, ისევე როგორც უფლის ვნებათა ჯვარი და როგორც ავაზაკი შევიდა სამოთხეში ჯვრით, ასევე ჩვენც მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში.
სექტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი შექმნილია. თითოეულის სათავეში კონკრეტული პიროვნებები დგანან. სექტის წევრი, პაქტობრივად, ამ სექტის მამამთავრის, ანუ კონკრეტული ადამიანის მიმდევარი ხდება. ყოველი ცრუ რელიგიური რელიგიური მიმდინა...
იხილეთ სრულად
სექტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი შექმნილია. თითოეულის სათავეში კონკრეტული პიროვნებები დგანან. სექტის წევრი, პაქტობრივად, ამ სექტის მამამთავრის, ანუ კონკრეტული ადამიანის მიმდევარი ხდება. ყოველი ცრუ რელიგიური რელიგიური მიმდინარეობის დამააარსებლის გარშემო ლეგენდები ქიმენაბ. თუ სექტა "ქრისტიანულია", მაშინ ამბობენ, რომ, თითქოს, მის დამაარსებელს გამოეცხადა ღმერთი, მხოლოდ მას მისცა ჭეშმარიტი ცოდნა და მხოლოდ მისი მიმდევრები გადარჩებიან. ასეთი სექტა...
ადამიანი, რომელიც ღმერთს ნამდვილად ეძიებს, არასოდეს მოხვდება სექტაში. სექტა რელიგიური სუროგატია და მას არ ძალუძს ადამიანის სულიერი შიმშილი მოკლას. მაგრამ თუ ადამიანი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში ესწრაფვის არა ღმერთს, არამედ რელიგიური ...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ღმერთს ნამდვილად ეძიებს, არასოდეს მოხვდება სექტაში. სექტა რელიგიური სუროგატია და მას არ ძალუძს ადამიანის სულიერი შიმშილი მოკლას. მაგრამ თუ ადამიანი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში ესწრაფვის არა ღმერთს, არამედ რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებას, მაშინ იგი ადვილად გახდება სექტანტი. მაშასადამე, ისინი, რომლებიც შეგნებულად, საბოლოოდ სექტაში დარჩებიან, გააკეთებენ უმძიმეს მარადულ არჩევანს, ღმერთს სამუდამოდ დაკარგავენ. მათზე კი, რომლებიც მტკი...
ნეტავ, ჩემთან მოვიდოდეს რომელიმე სექტანტი - ან ბაპტისტი, ანდა "იეღოვას მოწმე". დავსვამ, დავაპურებ, კეთილ სიტყვას ვასწავლი. მაგრამ მათთან არ დავჯდები სატრაპეზოდ. ურჯულოთა თანა არა დავჯდეო. თუკი ის მოვა, შენ ნუ ადგები, ნუ დაუთმობ ად...
იხილეთ სრულად
ნეტავ, ჩემთან მოვიდოდეს რომელიმე სექტანტი - ან ბაპტისტი, ანდა "იეღოვას მოწმე". დავსვამ, დავაპურებ, კეთილ სიტყვას ვასწავლი. მაგრამ მათთან არ დავჯდები სატრაპეზოდ. ურჯულოთა თანა არა დავჯდეო. თუკი ის მოვა, შენ ნუ ადგები, ნუ დაუთმობ ადგილს, იჯდეს თავისთვის: შენ ხომ არ მიხვედი, თვითონ მოვიდა და დაჯდა მორწმუნეთა გვერდით, მისი გულისთვის ყველა ხომ არ ადგება?!
მორჩილება მონაზვნობის საფუძველია. მასზე საუბარი მეტად რთულია, რამეთუ მას ერთი შეხედვით, უხეში და გულუბრყვილო ფორმიდან ადამიანი ენით აუწერელ სამყაროში გადაჰყავს, იმ სამყაროში, რომელსაც არც ერთი ადამიანური განზომილება არ მიესადაგება...
იხილეთ სრულად
მორჩილება მონაზვნობის საფუძველია. მასზე საუბარი მეტად რთულია, რამეთუ მას ერთი შეხედვით, უხეში და გულუბრყვილო ფორმიდან ადამიანი ენით აუწერელ სამყაროში გადაჰყავს, იმ სამყაროში, რომელსაც არც ერთი ადამიანური განზომილება არ მიესადაგება. მორჩილება საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ სულიწმიდის მადლით ეხსნება ადამიანს, იგი არის ეკლესიის ცხოველმყოფელობისა და საიდუმლოების საფუძველი. მორჩილება, როგორც საკუთარი გონებისა და ნების უარყოფა, შეიძლება ღვთის განგებულები...
მორჩილება ეკლესიაში ერთ-ერთი სულიერი საიდუმლოებაა, ამიტომ ურთიერთობა მოძღვარსა და მორჩილს შორის მისტიკური ხასიათისაა. ამ საიდუმლოების აღსრულებით მორჩილი სწავლობს ღვთის ნების აღსრულებას, ამით ღვთაებრივი ნებელობის სფეროში შედის და ღ...
იხილეთ სრულად
მორჩილება ეკლესიაში ერთ-ერთი სულიერი საიდუმლოებაა, ამიტომ ურთიერთობა მოძღვარსა და მორჩილს შორის მისტიკური ხასიათისაა. ამ საიდუმლოების აღსრულებით მორჩილი სწავლობს ღვთის ნების აღსრულებას, ამით ღვთაებრივი ნებელობის სფეროში შედის და ღვთაებრივ ცხოვრებას ეზიარება. ხოლო მოძღვარს თავისი ლოცვითა და მოღვაწეობით მიჰყავს მორჩილი ამ გზის შეცნობამდე, აღვივებს მასში ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება. ჭეშმარიტი თავისუფლება იქ არის, სადაც ...
მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა ძილში.
მთელი ჩვენი ბრძოლა იმისათვისაა, რომ მოვიპოვოთ მორჩილება. ჩვენი მტრები დაეცნენ სიამაყით და ჩვენც გვიზიდავენ. მაგრამ ჩვენ, ძმანო, მოვიპოვოთ მორჩილება და მაშინ დავინახავთ უფლის დიდებას ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე.