თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
ხოლო მე გეუბნები თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს ...
იხილეთ სრულად
თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
ხოლო მე გეუბნები თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
თ. 5
ცოდვით დაცემის შემდგომ სულის ძალები გაირყვნა, მრისხანება გულის მცველიდან ერთ-ერთ წყლულად იქცა, რომელიც ხან გულის სიღრმეშია დამალული, ხანაც გარეთ გამოდის. ჩვენ რომ გვემრისხანა დემონზე, რომელიც გვაცდუნებს და ღვთისაგან გვაშორებს, მრი...
იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემის შემდგომ სულის ძალები გაირყვნა, მრისხანება გულის მცველიდან ერთ-ერთ წყლულად იქცა, რომელიც ხან გულის სიღრმეშია დამალული, ხანაც გარეთ გამოდის. ჩვენ რომ გვემრისხანა დემონზე, რომელიც გვაცდუნებს და ღვთისაგან გვაშორებს, მრისხანება ჩვენი მეგობარი იქნებოდა, მაგრამ პირიქით გამოვიდა: ჩვენი ნამდვილი მტრის არსებობას ვივიწყებთ და მრისხანებას ადამიანისაკენ მივმართავთ, რომელიც ისეთივე ვნებიანი, არასრულყოფილი, ზნეობრივად სუსტი და დემონისაგან მოტყუებ...
ღმერთი ჩვენგან ითხოვს გულიდან გამოსულ კეთიულ საქმეს. რაც ერთ ადამიანს კეთილი უყავი, ის მე მიყავი, - ბრძანებს უფალი. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდეააც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.
სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის - ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარი აქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული. ისე კი, კეთილი ყ...
იხილეთ სრულად
სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის - ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარი აქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული. ისე კი, კეთილი ყველასათვის უნდა გინდოდეს.
სიკეთე მხოლოდ ის არის, რასაც ქრისტეს სახელით სჩადიხარ, არამხოლოდ სხვის დასანახად ჩადიხარ, არამედ თუნდაც სიბრალულისგან ამაზე მეტია, როცა ქრისტეს სიყვარულისათვის ჩადიხარ სიკეთეს. სიკეთეს აზრი და შინაარსი ეძლევა მხოლოდ ქრისტესთან მიმ...
იხილეთ სრულად
სიკეთე მხოლოდ ის არის, რასაც ქრისტეს სახელით სჩადიხარ, არამხოლოდ სხვის დასანახად ჩადიხარ, არამედ თუნდაც სიბრალულისგან ამაზე მეტია, როცა ქრისტეს სიყვარულისათვის ჩადიხარ სიკეთეს. სიკეთეს აზრი და შინაარსი ეძლევა მხოლოდ ქრისტესთან მიმართებაში, რადგან ყველა კაცი ცრუ და ამაოა გარეშე ქრისტესა.
საკვირველია კეთილი კაცი! სარკეში ჩახედვა ეჯავრება, თავისთავის დანახვა ეთაკილება, ეზარება, რაც უნდა უყავ, თავის სიკეთეს კი ნუ დაანახვებ. მაგრამ რა? ღმერთი ხომ ჰხედავს და ხელის გულზე სწერს.