იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვრება, სახელისთვის ჰშვრება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან ამისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშ...
იხილეთ სრულად
იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვრება, სახელისთვის ჰშვრება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან ამისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნდ გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.
მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მართლმადიდებელ ერთა სულების მცველს, მთელი გულით სურს მშვიდობა მსოფლიოში, მშვიდობა და არა - ომი. ამიტომ აღევლინება ჩვენს ტაძრებში დილა-საღამოს ლოცვები მშვიდობისათვის მთელს დედამიწაზე. რატომ ლოცვები? ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მართლმადიდებელ ერთა სულების მცველს, მთელი გულით სურს მშვიდობა მსოფლიოში, მშვიდობა და არა - ომი. ამიტომ აღევლინება ჩვენს ტაძრებში დილა-საღამოს ლოცვები მშვიდობისათვის მთელს დედამიწაზე. რატომ ლოცვები? იმიტომ, რომ ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვწამს, მშვიდობა დედამიწაზე - საჩუქარია უფლისა, ისევე, როგორც „კეთილსურნელება ჰაერთა“, ნაყოფთა სიუხვე, წვიმაც, ჯანმრთელობაც და თვით სიცოცხლეც. ამიტომაც ვევედრებით ყველა კეთილი საჩუქრის...
თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ...
იხილეთ სრულად
თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ამ სათნოების შეძენას ყოველი ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს. თუ მშვიდობისმყოფელს "ძე ღმრთისა" ეწოდება, მაშინ შფოთისმყოფელი ეშმაკის შემწე ყოფილა და ასეცაა, ეშმაკს უხარია, როცა ადამიანებს შორის ჩხუბს, შფოთს და შურს ხედავს (I, 52...
თვითონ გესმით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია და არა ადამიანთა გამჭრიახობის. თქვენ იცით, ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ როგორ გალობდნენ და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დი...
იხილეთ სრულად
თვითონ გესმით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია და არა ადამიანთა გამჭრიახობის. თქვენ იცით, ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ როგორ გალობდნენ და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი და კაცთა შორის სათნოებაი“.
როგორც ზღვაში მოცურავენი მოგების იმედით ხალისით იტანენ მზის პაპანაქებას, ისე ბოროტების მოძულეებს უყვართ მხილება, რამეთუ პირველი წინააღუდგება ქარს, მეორე კი - ვნებებს.
მართალი კაცი ქრისტეს წინაშე როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ, რომ მან იცის, მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას, როგორც თავის ტოლს და სწორს, უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან ...
იხილეთ სრულად
მართალი კაცი ქრისტეს წინაშე როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ, რომ მან იცის, მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას, როგორც თავის ტოლს და სწორს, უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი ღვთისანი, შვილნი უფლისანი და ძმანი უფლისანი.