ჩვენი დროისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანთა გაუცხოება, გულითადი კავშირების, ურთიერთნდობის, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილების დაკარგვა. ერთი ოჯახის წევრებს შორისაც კი იგრძნობა ერთმანეთისაგან განცალკევების სურვილი. ეს ...
იხილეთ სრულად
ჩვენი დროისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანთა გაუცხოება, გულითადი კავშირების, ურთიერთნდობის, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილების დაკარგვა. ერთი ოჯახის წევრებს შორისაც კი იგრძნობა ერთმანეთისაგან განცალკევების სურვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ არ სუფევს ჰარმონია ოჯახის ცალკეული წევრის გულში, რათა ამ შინაგანი სიმშვიდის საფუძველზე მოინახოს და დამყარდეს მშვიდობა ყველა ახლობელთან, ყველა სხვა ადამიანთან. როდესაც დამკვიდრდება მშვიდობა ადამიანის გულ...
ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა, რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც, წარმწყმედი ერთიანობა. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა და ჭეშმარიტი ერთიანობა, კეთილმიზანდასახული და ...
იხილეთ სრულად
ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა, რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც, წარმწყმედი ერთიანობა. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა და ჭეშმარიტი ერთიანობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლში შესვლასაც არ უნდა მოვერიდოთ და მახვილისაც არ უნდა შეგვეშინდეს, არც დროისა და ხელმწიფეთა მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ და მით უფრო არამც დ...
ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს, ყ...
იხილეთ სრულად
ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს, ყოველგვარ მწუხარებას და ყოველგვარ ავადმყოფობას იმიტომ, რომ ავადმყოფობაში ლოცულობს იგი და უჭვრეტს ღმერთს.
ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლოდ სათნოებით მიიღწევა და არასოდეს - მოხერხებულობით.
აიღეთ მაგალითად ოჯახი, რომელშიც ცოლ-ქმარი მშვიდობას ერთმანეთში მხოლოდ გამჭრიახი გონების მეშვეობით, სათნოების გარეშე ინარჩუნებს. განა შესაძლებელია ასეთ ოჯახში ხანგრძლივა...
უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ“ (იონ. 14.27). ქრისტესმიერი ეს მშვიდობა უნდა სთხოვოთ ღმერთს და უფალი მისცემს მთხოვნელს, ხოლო როცა მივიღებთ მას, საჭიროა წმიდად დავიცვათ იგი და გავამრავლოთ; ვინც არ მიეცა...
იხილეთ სრულად
უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ“ (იონ. 14.27). ქრისტესმიერი ეს მშვიდობა უნდა სთხოვოთ ღმერთს და უფალი მისცემს მთხოვნელს, ხოლო როცა მივიღებთ მას, საჭიროა წმიდად დავიცვათ იგი და გავამრავლოთ; ვინც არ მიეცა უფლის ნებას მწუხარებაში, იგი ვერ შეიცნობს ღვთის გულმოწყალებას; თუ გეწვევა შენ საფრთხე, ნუ გაიტეხ გულს, გახსოვდეს, რომ უფალი მოწყალედ გიცქერის შენ.
კეთილდღეობას და სიმდიდრეს, როგორც ბედნიერების შემადგენელ ნაწილს, გასაკიცხი არაფერი აქვს. მათ, როგორც სიკეთის გამოვლინებათ, საწყისი მიზეზი ღმერთში აქვს. უფალი არ კიცხავს მათ მიმღებთ მოპოვებულის გამო და არც შურის აღძვრას უწონებს ასე...
იხილეთ სრულად
კეთილდღეობას და სიმდიდრეს, როგორც ბედნიერების შემადგენელ ნაწილს, გასაკიცხი არაფერი აქვს. მათ, როგორც სიკეთის გამოვლინებათ, საწყისი მიზეზი ღმერთში აქვს. უფალი არ კიცხავს მათ მიმღებთ მოპოვებულის გამო და არც შურის აღძვრას უწონებს ასეთი ადამიანებისადმი ვინმეს. მაშინ ექვემდებარება გამომდინარებული უფლის მართლმსაჯულებას, როდესაც ამ სიკეთეთა მოსაპოვებლად უმსგავსობას მიმართავს. ან კიდევ გაჭირვებული ადამიანის დახმარებისათვის გაასასტიკებს ქველმოქმედების უნა...
link
ჩვენ განუწყვეტლივ ვქმნით კერპებს; ჩვენი კერპი უპირველეს ყოვლისა - ეს თავად ჩვენ ვართ. ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი მიზანია - დედამიწაზე ადგილის მომზადება ისეთი კერპისათვის, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენი შრომისა და გარჯის წლები ამაში გად...
იხილეთ სრულად
ჩვენ განუწყვეტლივ ვქმნით კერპებს; ჩვენი კერპი უპირველეს ყოვლისა - ეს თავად ჩვენ ვართ. ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი მიზანია - დედამიწაზე ადგილის მომზადება ისეთი კერპისათვის, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენი შრომისა და გარჯის წლები ამაში გადის.
მშობლებისათვის კერპებად შესაძლოა მათი საკუთარი შვილები იქცნენ, რომელთა გამოც ზოგჯერ მზად არიან სული ეშმაკს მიჰყიდონ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.