სიმდიდრე თავისთავად ვერც აცხოვნებს და ვერც წარწყმედს კაცს, არამედ მოხმარება სიმდიდრისა; მსგავსადვე სიღარიბეც. სულის ცხონება სასოებასა და სარწმუნოებაზეა დამოკიდებული. ვისაც ისინი აქვს, ცხოვრებისათვის იგი სიმდიდრესაც მოიხმარს და სიღ...
იხილეთ სრულად
სიმდიდრე თავისთავად ვერც აცხოვნებს და ვერც წარწყმედს კაცს, არამედ მოხმარება სიმდიდრისა; მსგავსადვე სიღარიბეც. სულის ცხონება სასოებასა და სარწმუნოებაზეა დამოკიდებული. ვისაც ისინი აქვს, ცხოვრებისათვის იგი სიმდიდრესაც მოიხმარს და სიღარიბესაც. სიმდიდრეს ღმერთი ადამიანს იმიტომ აძლევს, რომ მისით ადიდოს იგი. როგორ? ღარიბთა და საწყალთა კაცთა შეწევნით, რომელთაც საჭმელ-სასმელიც აკლიათ, სამოსელიც და სულიერი ნუგეშიც. მდიდარი სიმდიდრეს ისე უნდა უყურებდეს, როგ...
რას აკეთებენ ზღვაოსნები, როდესაც გრიგალი გემს ჩაძირვით ემუქრება? ისინი ტვირთს ზღვაში ისვრიან. აი, რითი განიმარტება რჩევა, რომელიც იესო ქრისტემ მისცა მდიდარ ახალგაზრდას (მათ. 19, 21), რომელსაც სიმდიდრისადმი სიყვარული საუკუნო დაღუპვ...
იხილეთ სრულად
რას აკეთებენ ზღვაოსნები, როდესაც გრიგალი გემს ჩაძირვით ემუქრება? ისინი ტვირთს ზღვაში ისვრიან. აი, რითი განიმარტება რჩევა, რომელიც იესო ქრისტემ მისცა მდიდარ ახალგაზრდას (მათ. 19, 21), რომელსაც სიმდიდრისადმი სიყვარული საუკუნო დაღუპვას უქადდა. ამ რჩევის შესრულება ახალგაზრდისთვის ცხონების ერთადერთი საშუალება იყო.
ადამიანის პიროვნებას უფალიც კი პატივს სცემს, მას შინაგანი თავისუფლება მისცა. ჩვენ კი მოყვასს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვენი სურვილების, გეგმების შემსრულებელ ინსტრუმენტს, ანუ როგორც ფიგურას ჭადრაკის დაფაზე. ესეც ქურდობაა ადამიანის თავი...
იხილეთ სრულად
ადამიანის პიროვნებას უფალიც კი პატივს სცემს, მას შინაგანი თავისუფლება მისცა. ჩვენ კი მოყვასს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვენი სურვილების, გეგმების შემსრულებელ ინსტრუმენტს, ანუ როგორც ფიგურას ჭადრაკის დაფაზე. ესეც ქურდობაა ადამიანის თავისუფლებისა.
საზოგადოება ურთიერთდაქვემდებარების იერარქიულ პრინციპზეა აგებული, მაგრამ ამ პრინციპის ბოროტად გამოყენება ქურდობას და პარვას წარმოადგენს. უფროსის ძალაუფლებამ უმცროსი პიროვნების იგნორირება არ უნდა მოახდინოს, არამედ მისთვის სასარგებლო...
იხილეთ სრულად
საზოგადოება ურთიერთდაქვემდებარების იერარქიულ პრინციპზეა აგებული, მაგრამ ამ პრინციპის ბოროტად გამოყენება ქურდობას და პარვას წარმოადგენს. უფროსის ძალაუფლებამ უმცროსი პიროვნების იგნორირება არ უნდა მოახდინოს, არამედ მისთვის სასარგებლო ჰქონდეს მხედველობაში, სხვაგვარად ის ერთგვარ წნეხად იქცევა.
აზრი სიმდიდრის მიმნიჭებელისა შენდა ღვთისა, მდგომარეობს იმას ზედა, ჰოი კაცო, რათამცა იხმარო შენ იგი თავისა შენისათვის რაოდენიცა გესაჭიროების, ხოლო გარდამატებულისაგნ რითამცა განუყოფდე გლახაკთა, ღმერთმან მოგანიჭანა შენ ესოდენნი კეთილ...
იხილეთ სრულად
აზრი სიმდიდრის მიმნიჭებელისა შენდა ღვთისა, მდგომარეობს იმას ზედა, ჰოი კაცო, რათამცა იხმარო შენ იგი თავისა შენისათვის რაოდენიცა გესაჭიროების, ხოლო გარდამატებულისაგნ რითამცა განუყოფდე გლახაკთა, ღმერთმან მოგანიჭანა შენ ესოდენნი კეთილნი ამისთვის, რათა შენცა მისცემდე უღონოთა, (კათოლ. პავლე, თავი 4) ვითარცა იგი კეთილ;ი მნე კაცად კაცადმან ვითარცა იგი მიიღო ეგრეთვე ურთიერთარს მისცემდით მათ ვითარცა მნენი კეთილნი.
ღმერთმან მოგცნა შენ მრავალნი და სხვასა მც...
მთელი ასკეტიკის საფუძველი გულის განწმედაა იმისათვის, რათა მასში უფალი გამეფდეს. მეათე მცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა სხვისი არ უნდა ისურვოს. ის, რაც მას არ ეკუთვნის, მაგრამ უმაღლესი, საკრალური მნიშვნელობით ყოველივე იმის ნდ...
იხილეთ სრულად
მთელი ასკეტიკის საფუძველი გულის განწმედაა იმისათვის, რათა მასში უფალი გამეფდეს. მეათე მცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა სხვისი არ უნდა ისურვოს. ის, რაც მას არ ეკუთვნის, მაგრამ უმაღლესი, საკრალური მნიშვნელობით ყოველივე იმის ნდომას კრძალავს, რაც ადამიანის სულისათვის უცხოა - ვნებიან ნდომას ნივთიერის, წარმავალის, ხრწნისა და სიკვდილისათვის განწირულისა.
ცილისმწამებელს ზიანი მოაქვს სულ მცირე სამი ადამიანისათვის მაინც. პირველ რიგში, საკუთარი თავისათვის, რამეთუ ცილისწამების ჭუჭყი, ვიდრე ის სიტყვაში განხორციელდებოდეს, მის გულს გაივლის, შემდეგ იმას ვნებს, ვისაც ცილს სწამებს, რადგან ის...
იხილეთ სრულად
ცილისმწამებელს ზიანი მოაქვს სულ მცირე სამი ადამიანისათვის მაინც. პირველ რიგში, საკუთარი თავისათვის, რამეთუ ცილისწამების ჭუჭყი, ვიდრე ის სიტყვაში განხორციელდებოდეს, მის გულს გაივლის, შემდეგ იმას ვნებს, ვისაც ცილს სწამებს, რადგან ისეთები ცოტანი არიან, რომლებიც ცილისწამების გადატანას მშვიდად და დიდსულოვნად შეძლებენ, უმეტესობა დაღვრემილობასა და მრისხანებაში ვარდება, ხოლო არც თუ იშვიათად თავიანთ მაწყენართ იგივეთი პასუხობენ. და ბოლოს, მათ, ვინც ცილისწა...
უფალმა დაგვიწესა: "ნუ განიკითხავთ" (მთ. 7.1). ყოველი განკითხვა ადამიანისა ცილისწამებას შეიცავს. ჩვენ ადამიანს ნიშანს ვუწერთ როგორც მასწავლებელი მოსწავლეს გამოცდაზე, მოსამართლეებივით განაჩენი გამოგვაქვს მისთვის, როგორც ბოროტმოქმედი...
იხილეთ სრულად
უფალმა დაგვიწესა: "ნუ განიკითხავთ" (მთ. 7.1). ყოველი განკითხვა ადამიანისა ცილისწამებას შეიცავს. ჩვენ ადამიანს ნიშანს ვუწერთ როგორც მასწავლებელი მოსწავლეს გამოცდაზე, მოსამართლეებივით განაჩენი გამოგვაქვს მისთვის, როგორც ბოროტმოქმედისათვის; ისე ვსაუბრობთ მასზე, ვითომდა მისი სულის საიდუმლოს ვხედავდეთ, ან მთელი მისი ცხოვრება ჩვენს წინ იყოს გადაშლილი. ადამიანზე ჩვენს გამონაგონს, არასწორს და მერყევს, დამყარებულს არა იმდენად ფაქტებზე, რამდენადაც მის მიმა...